24 ივნისი, 2016
გენიალური ხრიკი, იმისთვის, რომ დიდხანს გაგყვეთ სუნამოს სურნელი
ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ კარგავს თქვენი სუნამო სურნელს შეძენიდან რამდენიმე კვირაში ან ერთ თვეში.

ეს სიმართლეა - ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმიც, დეოდორანტის ჩათვლით, დროთა განმავლობაში "ფუჭდება". ამის მიზეზი, მფრინავი ნივთიერებებია, რომლებიც სუნამოს დახვეწილ არომატს სძენს, ნადგურდება. ნაწილი ორთქლდება, ნაწილი კი ქიმიურ დონეზე იხრწნება და სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება.

როგორ შეინახოთ სუნამო სწორად:

Victoria's Secret-ის პროდუქციის განვითარებისა და ინოვაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, მარკ კნიტოვსკი ამტკიცებს, რომ რაც უფრო თბილა ოთახში, სადაც სუნამოები ინახება, მით უფრო მალე იფიტება თქვენი საყვარელი არომატები.

"სუნამოს
სურნელებისა და სრულფასოვანი ეფექტის შესანარჩუნებლად, საუკეთესო გზა, მისი მაცივარში შენახვაა, რადგან უნდა იპოვოთ გრილი ადგილი, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს.

თუ პარფიუმს მაცივარში შეინახავთ, თვისებებს ერთი და ორი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს".

სუნის ინტენსიურობის მთავარი მტერი - მაღალი ტემპერატურა და მზის სხივებია. ამიტომ სუნამო ამისგან უნდა დაიცვათ.

თუ გეშინიათ, რომ თქვენს საყვარელ სუნამოს მაცივარში სხვა პროდუქტების სუნი შეერევა, შეგიძლიათ საკვებ კილიტაში (ფოლგა) შეფუთოთ და ასე შეინახოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS