ეს სიმართლეა - ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმიც, დეოდორანტის ჩათვლით, დროთა განმავლობაში "ფუჭდება". ამის მიზეზი, მფრინავი ნივთიერებებია, რომლებიც სუნამოს დახვეწილ არომატს სძენს, ნადგურდება. ნაწილი ორთქლდება, ნაწილი კი ქიმიურ დონეზე იხრწნება და სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება.
როგორ შეინახოთ სუნამო სწორად:
Victoria's Secret-ის პროდუქციის განვითარებისა და ინოვაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, მარკ კნიტოვსკი ამტკიცებს, რომ რაც უფრო თბილა ოთახში, სადაც სუნამოები ინახება, მით უფრო მალე იფიტება თქვენი საყვარელი არომატები.
"სუნამოს
თუ პარფიუმს მაცივარში შეინახავთ, თვისებებს ერთი და ორი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს".
სუნის ინტენსიურობის მთავარი მტერი - მაღალი ტემპერატურა და მზის სხივებია. ამიტომ სუნამო ამისგან უნდა დაიცვათ.
თუ გეშინიათ, რომ თქვენს საყვარელ სუნამოს მაცივარში სხვა პროდუქტების სუნი შეერევა, შეგიძლიათ საკვებ კილიტაში (ფოლგა) შეფუთოთ და ასე შეინახოთ.
ლეა ხიმშიაშვილი