23 ივნისი, 2016
რატომ კბენენ კოღოები ზოგს მეტად, ვიდრე სხვებს
არსებობს სხვადასხვა ვერსია თუ რატომ კბენენ კოღოები ადამიანების ერთ ნაწილს, სხვებს კი არ ეკარებიან. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ გენეტიკა და სხეულის ქიმია მთავარი ფაქტორია.

სტატისტიკურად კი, კოღოებისთვის მიმზიდველი, ყოველი მეათე ადამიანია.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ადამიანს სხეულის უნიკალური სუნი აქვს და კოღოებმა ზუსტად იციან, როგორია მათთვის იდეალური არომატი და მას 30 მეტრშიც გრძნობენ.

ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონამდე მიკრობია. ჩვენ, საკუთარი მიკრობული სისტემაც გაგვაჩნია, რომელიც გენეტიკით განისაზღვრება. ეს მიკრობები, სხეულის იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილია, ამიტომ
გახსოვდეთ, ზედმეტად ხშირი წყლის პროცედურები სასარგებლო არ არის და ეს ვერც საკუთარი სხეულის სურნელისგან დაგიცავთ, რაც კოღოებისთვის ასეთი მიმზიდველია.

ასევე მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფი

თუ კოღოს თქვენი სხეულის სურნელი მოეწონა, თავს აღარ დაგანებებთ. ჩატარებული კვლევებით, კოღო უპირატესობას ანიჭებს სისხლის I ჯგუფს უფრო მეტად, ვიდრე II-ს.
გაინტერესებთ რაში მდგომარეობს არომატულობის განსაკუთრებულობა?

დიდ როლს თამაშობს ოფლიანობის სიჭარბე და გამოყოფილი ნახშირორჟანგი, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხეულის სუნი.

როგორც გაირკვა, კოღოსთვის ძალიან მიმზიდველია რძემჟავა. ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა - ყველი, სოიო, იოგურტი ან მარინადების მიღებისას, კანის ზედაპირზე გამოიყოფა მეტი რაოდენობით რძემჟავა, რაც სისხლისმწოველებს კიდევ უფრო მეტად იზიდავს.

კოღოებისგან თავის აბსოლუტურად არიდება შეუძლებელია. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, უნდა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე. დაიფარეთ სხეულის ნაწილები, გარეთ გასვლისას გამოიყენეთ დამცავი კრემები და ა.შ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS