ზაფხული
ვინც წელიწადის ყველაზე ცხელ დროსაა დაბადებული, სულგრძელობით გამოირჩევა. გამგებიანი და კეთილია, მეწვრილმანეს და ცინიკურს ვერასდროს უწოდებთ. ოპტიმისტი, პოზიტიური და გულუხვია. ხანდახან ძალიან ემოციურიცაა, იმპულსური, კრიტიკის მიმართ მგრძნობიარე, ფიცხი და შთამბეჭდავია. მაგრამ, მაშინაც კი თუ ძალიან გაბრაზებულია, საზოგადოებაში თავშეკავება შეუძლია. მიზანმიმართულად იწყობს კარიერას, საქმეში რისკზე წასვლაც შეუძლია. საწოლში ძალიან აქტიური სექსუალური პარტნიორია.
შემოდგომა
შემოდგომის ადამიანები, ემოციურად ყველაზე მომწიფებული ხალხია. არ არიან დეპრესიისკენ მიდრეკილი. ბრძენი,
ზამთარი
ყველაზე გიჟურმა წელიწადის დრომ, მისი წარმომადგენლები უხვად დააჯილდოვა ყოვლისშემძლე უნარებითა და უდიდესი ძალით. თუ ქალებზე ვისაუბრებთ, ბუნებამ მათ მამაკაცური გონიერება და ხასიათი არგუნა, ამიტომ - მტკიცე, მიზანდასახული, ჯიუტი, უშიშარი და შრომისმოყვარეა. მათით მანიპულირება არც კი სცადოთ. ეს ყველაფერი მას ბრწყინვალე კარიერის აწყობაში ეხმარება. ისწრაფვის საკუთარი გარემო მოიწყოს. ბუნებით ყველაზე წინააღმდეგობრივია. დეკემბრის დასაწყისში და თებერვლის ბოლოს დაბადებულები შედარებით უფრო მეტად არიან მარტოობისკენ მიდრეკილი. პირად სივრცეში იშვიათად უშვებენ ვინმეს. საწოლში ძალიან მხურვალე და ვნებიანია.
გაზაფხული
შემოქმედებითი, ნიჭიერი და რომანტიკული პიროვნებები არიან. მათთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შესაფერისი პარტნიორის პოვნაა. ასეთი ადამიანის გვერდით ისინი მალე იფურჩქნებიან და ბევრის მიღწევას ახერხებენ. ადამიანების ხელმძღვანელობა, ინიციატივის გამოჩენა ან საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობის აღება არ უყვართ, მეტ სიფრთხილეს იჩენენ. შესანიშნავი ორატორი და საუბრის მოყვარულია. გაძლიერებული ინტუიციის გრძნობა, ხანდახან წინასწარმეტყველურ ნიჭში გამოიხატება და შეგიძლიათ 100%-ით ენდოთ. სექსუალურ ცხოვრებაში, მათთვის ტაბუ არ არსებობს, ეროტიკული ექსპერიმენტების მოყვარულია.
ნაოკო ვატანაბე