22 ივნისი, 2016
როგორი მამაკაცები გიყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ფიქრობთ, რომ ყველა თქვენი პარტნიორი გამოირჩეოდა ინდივიდუალობით და არაფერი ჰქონდათ საერთო? ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ასეცაა, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ: ვიზუალურად ისინი ფაქტია, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რასაც ვერ ვიტყვით ხასიათზე. ასტროლოგების აზრით, ყოველი ზოდიაქო პარტნიორს იმ ხასიათით ურჩევს, რომელიც მისი ზოდიაქოსათვისაა მისაღები. მოდით, ვნახოთ, რას ამბობენ ვარსკვლავები თქვენს მიერ არჩეულ მამაკაცებზე?

ვერძი
უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნით არიან დაბადებულები, პარტნიორად ყურადღებიან მამაკაცებს ირჩევენ, რომლებსაც იუმორის გრძნობაც აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, ისე ხდება,
რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს მამაკაცი საერთოდ არ გიტოვებთ საკუთარი სამყაროს შეგრძნების საშუალებას. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება შეხვედრების შემცირება იქნება.

კურო
თქვენ ყურადღებას ვნებიან და მიზანდასახულ მამაკაცებს აქცევთ, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა უნდათ ცხოვრებაში. მეორეს მხრივ, თქვენ ვერ აიტანთ, თუ ის გამუდმებით იკამათებს თქვენთან და შეეცდება აზრი შეგაცვლევინოთ. ამგვარ სიტუაციებში კონფლიქტი გარდაუვალია, რომელმაც შეიძლება ურთიერთობის დასრულებამდე მიგიყვანოთ.

ტყუპები
თქვენი ზოდიაქო ელოდება მძაფრ შეგრძნებებს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მამაკაცების არჩევისას ავანტიურისტებს ანიჭებთ უპირატესობას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი რომანი გადაიზრდება გრძელვადიან ურთიერთობაში, თქვენ ყოველთვის ახლის მოლოდინში იქნებით. წინააღმდეგ შემთხევევაში კი ურთიერთობას მალევე შეწყვეტთ.

კირჩხიბი
მგრძნობიარე კიბოებს არ უყვართ ემოციურად გადაღლა, ამიტომ თქვენ ხშირ შემთხვევაში სანდო მამაკაცებს აქცევთ ყურადღებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მეგობრებთანაც იჩენენ სიფრთხილეს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პარტნიორის მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზები არ ჰქონდეთ.

ლომი
გამომდინარე იქიდან, რომ ლომები ყოველთვის შთაგონების წყაროს ეძებენ, ხშირ შემთხვევაში ხელოვანი ადამიანებით ინტერესდებიან. გარდა ამისა, თქვენ ლიდერის თვისებებით გამოირჩევით და გიყვართ, როდესაც ყურადღების ცენტში ხართ, ამიტომ თქვენს პარტნიორს უნდა შეეძლოს შესაბამისი კომპანიის გაწევა.

ქალწული
როგორც წესი, თქვენ ემოციურ მამაკაცებს ანიჭებთ უპირატესობას, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი დაფასება. მაგრამ თუ მიხვებით, რომ ის ვერ ხედავს თქვენს დამოკიდებულებას მის მიმართ და არ გაფასებთ, დიდხანს ვერ შეძლებთ ურთიერთობის გაგრძელებას.

სასწორი
ყველაზე მეტად მამაკაცებში თქვენ ენერგია გხიბლავთ. გარდა ამისა ,თქვენ ძალიან აფასებთ ლამაზ ქმედებებს, მაგალითად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გამგზავრებას თუნდაც იმისთვის, რომ კამფეტები გაჩუქონ. იხილეთ სრულად



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS