გთავაზობთ მსგავსი სიზმრების რამდენიმე მაგალითს და განმარტებებს, თუ როგორ იშიფრება ისინი:
თუ სიზმარში ყოფილ თანამშრომელთან, უხეში და ვნებიანი სექსი გქონდათ, მაგრამ რეალურად როგორც მამაკაცი არასდროს გაინტერესებდათ - სიზმრად ნანახი ყველა ადამიანი, თქვენი ნაწილია. თქვენი სიზმრები, ცხოვრების იმ სფეროს გაჩვენებეთ, რომლებშიც უნდა გამოსცადოთ თავი. მოქმედებაზე ნუ იფიქრებთ, სიმბოლოებს დააკვირდით, თუ ვის ხედავთ
ამ სიზმრის მიხედვით, ცხოვრებაში კონტროლს საკუთარ თავზე იღებთ და ორიენტირებული ხართ წარმატებაზე.
ორალური სექსი სიზმარში - მსგავსი სიზმრები გიჩვენებთ, რამდენად თავდაჯერებული ხართ და რომელი ემოციები იმარჯვებს თქვენში.
როცა შეყვარებული გყავთ, მაგრამ სიზმარში სექსი სხვასთან გაქვთ - სხვა მამაკაცი, თქვენი ასახვაა. როგორი იყო ის? ძლიერი, კრეატიული, მოქნილი? მაშინ, სწორედ ეს მახასიათებლები გმართავთ ან გჭირდებათ.
სექსი საუკეთესო მეგობართან - მეგობრული ურთიერთობები იმდენად გაკლიათ, რომ სიზმარში ეს მოთხოვნილება ასე გადამეტებულად გევლინებათ.
თუ სექსუალური სიზმრები არასდროს გქონიათ, ან არ გამახსოვრდებათ - ყველა ადამიანი ღამის განმავლობაში 3-დან 9 სიზმრამდე ნახულობს, მაგრამ უმრავლესობას ბევრი არ ამახსოვრდება. სიზმარში ხშირად, ჩვენი პრობლემები იხსნება და თუ თქვენ პრობლემები არ გაქვთ, ე.ი. არც არაფერი გაწუხებთ.
ლეა ხიმშიაშვილი