21 ივნისი, 2016
როგორ ცოლს მოაქვს ქმრისთვის წარმატება
ქალი ოჯახის ფსიქიკურ ენერგიას განაპირობებს. თუ ქალს ჰყოფნის ფსიქიკური ენერგია, რომ სჯეროდეს ყველაფერი კარგად იქნება, ეს ქალი ქმარს წარმატებას მოუტანს. მაშინაც კი, თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ქმარში ეჭვი არასდროს ეპარება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ქალების უმრავლესობა მიდრეკილია ნერვიულობის, განცდებისა და ეჭვიანობისკენ. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა თავადვე შეუძლია. განცდის დროს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ დამცავი ლოცვები, მანტრები და ა.შ.

ქალის გონება მამაკაცზე 6-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ სირთულეებს, რომლებიც ელის სწრაფად აღიქვამს. მისი ვალიც ეს
არის - ამოიცნოს ეს სირთულეები.

ქალმა ქმარს არ უნდა უთხრას "ასე მგონია მალე პრობლემები შეგვექმნება და ა.შ." ამ საშიშროების შეგრძნების გადასალახად, მაშინვე დამცავი ლოცვა უნდა წაიკითხოთ.

როცა ქალი ყოველდღიურად ივსება კარგი განწყობითა და უდიდესი რწმენით, ეს ქმართან ერთად ბავშვებსაც იცავს, უბედურ შემთხვევებს არიდებს. და თუ ბავშვს ცუდი კარმა აქვს, დედას კი კარგი, როცა შვილი ცუდადაა, დედა საშიშროებას გრძნობს. ამ მომენტში, დედას განსაკუთრებით ძლიერად უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საკუთარი ღვთისმოსაობით მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება შეგიძლიათ. მსგავსი ძალა ადამიანის ფსიქიკაში არსებობს და აღსანიშნავია, რომ ეს ძალა ქალის ქვეცნობიერში მეტია, ვიდრე მამაკაცის.

ვთქვათ, როცა მამაკაცი ომშია წასული, თუ ერთგულ და ღვთისმოსავ ცოლს მთელი არსებით სჯერა, რომ ქმარი დაუბრუნდება, არ არსებობს ომი, რომელიც მას მოკლავს. შესაბამისად, მისი რწმენა ნებისმიერ ცუდ ზემოქმედებას შეეწინააღმდეგება.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS