თუ სტატიაში ჩამოთვლილი 15 ნიშანი თქვენს ურთიერთობას ეხება, ე.ი. ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთეთ და სწორ გზას ადგახართ:
1. პარტნიორს უმხელთ ყველაფერს, რასაც სხვებს ვერ გაანდობთ
ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობით, რაც წარმატებული ურთიერთობის გარანტია.
2. უფლებას აძლებთ გნახოთ, როცა თავს სუსტად გრძნობთ
მარტივია ადამიანთან ყოფნა, რომელიც
3. აფასებთ მას
მისი შეცვლა არ გსურთ. არის მასში ის, რაც გაღიზიანებთ, მაგრამ მაინც გიყვართ.
4. გსურთ მშობლებს გააცნოთ
მისით ამაყობთ და გსურთ სხვებსაც გააცნოთ.
5. მის გვერდით მომავლის წარმოდგენა შეგიძლიათ
6. არ გეშინიათ არ დაეთანხმოთ
იცით, რომ როცა ჩხუბობთ, მოგისმენთ და სახლიდან არ გაგაგდებთ. თქვენს მიმართ სერიოზულადაა განწყობილი, მაშინაც კი, თუ ფიქრობს, რომ ცდებით.
7. კომპრომისზე წასვლა გსურთ
თუ სერიოზული სხვაობაა თქვენს შორის, რაც მომავალ ერთობლივ ცხოვრებაზე აუცილებლად მოახდენს გავლნას, მაგ: სხვადასხვა რელიგიური ხედვა, ბავშვები და ა.შ. მაინც გადაჭრით ამ პრობლემას, რადგან შეძლებთ კომპრომისის გამონახვას, რაც ორივესთვის ხელსაყრელი იქნება.
8. ერთად იცინით
სიცილი - ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სიამოვნებაა და ამას უნდა იზიარებდეთ.
9. ძალიან გიზიდავთ
ფიზიკური ლტოლვა - ჯანსაღი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. და თუ არც ნავარჯიშები სხეული აქვს და არც განსაკუთრებით მომხიბვლელია, მაგრამ მაინც გიზიდავთ, ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდება.
10. ერთად ყოფნისას მდუმარედაც კომფორტულად გრძნობთ თავს
არ გაქვთ განცდა, რომ ვალდებული ხართ ერთად ყოფნა საუბრით ან სხვა ქმედებებით შეავსოთ.
11. მის გვერდით თავს იმად გრძნობთ, ვინც სინამდვილეში ხართ
ფიქრების კონტროლი არ გჭირდებათ, არ გრცხვენიათ და არ დარდობთ იმაზე, თუ რას იფიქრებს.
12. საზღვარს გრძნობთ
გენატრებათ, მაგრამ არა ძალიან. ადამიანის გადამეტებული მოთხოვნილება - არაჯანსაღი გრძნობაა.
13. გადამეტებულ ეჭვიანობას ვერ გრძნობთ
მშვიდად ხვდებით იმ ფაქტს, რომ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად მიდის, მაშინაც კი, თუ მათ შორის გოგონებიცაა. ერთმანეთს უფლებას აძლევთ საკუთარი ცხოვრება და პირადი გასართობი გქონდეთ.
14. გრძნობთ, რომ უკეთესს გხდით
მის გვერდით უფრო ჭკვიანი, მიმზიდველი, კრეატიული ხდებით. თქვენს საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს.
15. მას თქვენი ესმის
რასაც სიტყვითაც ვერ ახსნით. ძალიან თბილი შეგრძნებაა, როცა ცხოვრებაში თქვენს ადამიანს ხვდებით.
ნაოკო ვატანაბე