თეთრი და გაურჩეველი ბრინჯი
მიაჩნიათ, რომ გაურჩეველი ბრინჯი უფრო ჯანსაღია, ვიდრე თეთრი. ეს დამოკიდებულება მცდარია, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.
ჯერ ვნახოთ, რატომ ფიქრობენ, რომ თეთრი ბრინჯი სასარგებლო არ არის.
თეთრი ბრინჯი და სისხლში
ბევრი ერიდება თეთრ ბრინჯს იმ მოსაზრებით, რომ ჰგონია თეთრი ბრინჯი სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს. ეს მცდარი შეხედულებაა და უკავშირდება თეთრ საკვებ ნახშირწყლებს, მაგალითად, თეთრ პურს, რომელსაც გლიკემიის მაღალი ინდექსი აქვს.
თუმცა ბრინჯის შემთხვევაში ასე არ არის.
სპეციალისტებმა ჩაატარეს ცდა, რომელსაც უნდა გამოევლინა ბრინჯის გავლენა შაქრის დონეზე. გამოიყენეს ბრინჯის 11 სახეობა, მათ შორის თეთრიც იყო და ყავისფერიც.
საინტერესოა, რომ ბასმატის ჯიშის ყავისფერ ბრინჯს უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აღმოაჩნდა, ვიდრე თეთრს. უფო მეტიც, თეთრი ბრინჯი გლეიკემიის დაბალინდექსიან სახეობებს შორის მოხვდა.
ამრიგად, დადასტურებულია, რომ ბრინჯის ფერი არ განსაზღვრავს მის გავლენას სისხლში შაქრის დონეზე.
გაურჩეველი ბრინჯი და ფიტატები
ყავისფერი ბრინჯი უფრო მეტ ფიტატებს შეიცავს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, გამოდის, რომ თეთრი ბრინჯი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ყავისფერი.
უმრავლესობას მიაჩნია, რომ გაურჩეველი ბრინჯი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი ბრინჯი. ფიქრობენ, რომ გაურჩეველი ბრინჯი ურო მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მაგრამ ეს ასე არ არის.
სოფიო ბულაური