1. მამაკაცის ღალატის მცდელობა
თქვენს არჩევანში თავისუფალი ხართ, მაგრამ უკვე შეძენილი საქონლის შეცვლა არ შეიძლება და სისულელეა, ასე ხდება მამაკაცთან ურთიერთობაშიც. მამაკაცის შეცვლის ან აღზრდის ნებისმიერი მცდელობა, კატასტროფამდე მიგიყვანთ. ან მიიღე ისეთი, როგორიც არის ან მიატოვე.
2. ყბედობა
როცა პირველივე პაემნიდან, ჩვევად გექცათ ყველაფერზე დაუსრულებელი საუბარი, რამდენიმე თვეში მამაკაცის გაღიზნიანებას და
3. კონკურენციის ჩვევა
თუ მუდმივი გასაუბრების რეჟიმში ხართ, ფულს გამოიმუშავებთ, პარალელურად კარგი კულინარი ხართ და შესანიშნავად ატარებთ მანქანას, გამორიცხული არ არის, რომ შეუმჩნევლად მამაკაცის კონკურენტად იქცეთ. გამონაკლის შემთხვევაში, ეს ამართლებს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცი ქალის გვერდით სიმშვიდეს ელის და კიდევ ერთი მწვერვალის დაპყრობა მასთან აღარ სურს. ამიტომ ხანდახან მაინც მიეცით თავს უფლება მოეშვათ და უბრალოდ მიჰყვეთ დინებას.
4. ზედმეტად დამოუკიდებლობა
დამოუკიდებელი და წარმატებული ქალი, მამაკაცის ინტერესს იწვევს, მაგრამ ზედმეტი ძალაუფლების მოყვარული, ნამდვილი რკინის ლედი, რომელიც კომპრომისზე არასდროს მიდის, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აშინებს. უდრეკი რაინდის როლი მამაკაცს დაუთმეთ და თქვენს გვერდით ყოფნა არასდროს მობეზრდება.
5. წარსულთან დამშვიდობება გიჭირთ
წარსულში დაშვებული შეცდომები და წარუმატებელი რომანები, ყველას აქვს, მაგრამ როცა ახალ პარტნიორთან დაუსრულებლად საუბრობთ წარსულზე, ეს სერიოზულ პრობლემას შეგიქმნით, ამიტომ უმჯობესია დაივიწყოთ.
6. როცა იუმორის გრძნობა არ გაქვთ
მამაკაცის გულის მოსაგებად, იუმორის გრძნობა უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან გლამურული მაკიაჟი.
7. საკუთარი თავის მიმართ ინტერესის დაკარგვა
საიდუმლო არ არის, რომ მამაკაცებს, მოვლილი და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალები მოსწონთ. შესაბამისად, მამაკაცის ყურადღების შენარჩუნების ყველაზე კარგი ხერხია, არასდროს დაკარგოთ ინტერესი საკუთარი თავის მიმართ.
ნაოკო ვატანაბე