18 ივნისი, 2016
რატომ უნდა იქორწინოთ ჯერ და მხოლოდ მერე შეიყვაროთ
გაცნობასა და პაემნებზე ძალიან დიდი დრო იხარჯება. თუ ოჯახი და ქმარი ნამდვილად გსურთ, სჯობს ქორწინებაზე მაშინვე დათანხმდეთ, სიყვარული კი მერე იყოს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ცოლად პირველივე პაემანზე გაჰყვეთ, მაგრამ ქორწინების თავიდან ასარიდებლად ყოველთვის მიზეზს არ უნდა ეძებდეთ.

თუ ჯერ კიდევ არ გქონიათ შემთხვევა, რომ ერთ სასიამოვნო ბიჭს უარი უთხარით, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც წვრილმანი არ მოგწონდათ მასში, შემდეგ კი იპოვა ისეთი, რომელთან ერთადაც დღეს ძალიან ბედნიერია, თქვენ კი სინანულის გრძნობა დაგეუფლათ, ადრე
თუ გვიან აუცილებლად გექნებათ. როცა ყველაფერში ნაკლს ეძებთ, საკუთარ არჩევანს თავადვე ზღუდავთ.

სინამდვილეში, ურთიერთობა სწორედ ისაა, როცა შენს მიერ არჩეული ადამიანის ნაკლს ეჩვევი.

ან ახლავე თხოვდებით და ოჯახს, ცხოვრებასა და ურთიერთობას ქმნით (განშორებასა და სხვა მიზეზებზე ფიქრის გარეშე) ან უაზრო ცხოვრებას აგრძელებთ, სიყვარულისა და ოჯახის გარეშე.

ქორწინება სერიოზულ კომპრომისებს მოითხოვს. სიყვარული საკმარისი არ არის, ქორწინებაში პარტნიორიც უნდა იყოთ და მეგობარიც. თუ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას შეძლებთ, ურთიერთობაში ძალიან დაგეხმარებათ.

როცა საერთო მიზნები და სურვილები გაქვთ, მაშინ ერთმანეთის შეყვარებასაც შეძლებთ.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, როცა ყველა კარგი მომენტით, სასიყვარულო პერიოდში ტკბებით, როცა უკვე დაოჯახებული ხართ და აღარ გჭირდებათ ზედმეტი ნერვიულობა იმისთვის, თუ როგორ დასრულდება ყოველივე ეს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS