18 ივნისი, 2016
ამ ტიპის ქალები ძლიერ და ღირსეულ მამაკაცებს ყოველთვის იზიდავენ
ქალი, რომელიც ჩამოთვლილი წესებით ცხოვრობს, აუცილებლად აღმოჩნდება ნამდვილი მამაკაცის გვერდით, რომელსაც მთელი გულით ეყვარება.

წაიკითხეთ და მიხვდებით რატომ ხდება ასე.

ასეთი ქალი:

არ იცვლება სხვა ადამიანების ახირების გამო, იცის საკუთარი თავის ფასი და ყოველთვის არის ის, რაც სინამდვილეშია;

საკუთარ ოცნებებს არ ღალატობს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მისი იდეები არ მოსწონს, სურვილების ასრულებისკენ ისწრაფვის და არ ივიწყებს მათ;

სიყვარულის არ ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ იცის ბევრ სიურპრიზს მოუტანს;

მშვიდია
და იცის, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილს
მიუჩენს;

უფლებას არ მოგცემთ, პატივისცემის გარეშე მიმართოთ;

ცხოვრობს ისე, თითქოს დღეს უკანასნელი დღეა და ასეთი ახალგაზრდა აღარასდროს იქნება, როგოც ამ წუთას, დღეს, ახლაა;

წარსულს არასდროს გაექცევა, რადგან ესმის, რომ ეს მისი ფასდაუდებელი გამოცდილება იყო, რის წყალობითაც დღეს უფრო ჭკვიანია და სამომავლოდ გამოადგება;

არ დაუშვებს, ვინმემ მისი ფიქრები, იდეები დაამსხვრიოს და ფრთები მოაჭრას, ცხოვრებისადმი სიყვარული, წინსვლის ძალას ჰმატებს;

ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უნდა დაგეგმოს და აუცილებლად განახორციელოს. იცის, რომ გეგმების რეალიზება, ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის;

ერთი მნიშნელოვანი რამ კარგად ესმის, რომ არ ღირს თავი ვინმეს მოაწონოს. მთავარია იყო ის, ვინც ხარ და მტკიცედ გაითავისო, რომ ერთადერთი ხარ. ეს განსაკუთრებული უნარია, რაც მამაკაცებს აიძულებს, სურდე და უსაზღვროდ უყვარდე;

ცხოვრების არ ეშინია, რადგან იცის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეს მას აძლიერებს და თავდაჯერებულობას ჰმატებს;

დროს არასდროს კარგავს საქმეზე, რომელიც არ მოსწონს. ზუსტად იცის რისთვის უნდა ისწრაფოს და რას იმსახურებს;

არავის აძლევს უფლებას სულელურად მოექცეს და ტკივილი მიაყენოს;

საკუთარ ღირსებას არასდროს კარგავს;

სხვებს უფლებას არ აძლევს, მართოს;

საკუთარ თავსა და შეგრძნებებს ყოველთვის ენდობა;

ყველაფერში თავისუფალია;

საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს;

არასდროს ჩამორჩება იმას, რაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ნამდვილი და ღირსეული მამაკაცი ამას ყოველთვის გრძნობს და მთელი ცხოვრების მის გვერდით გატარებას ისურვებს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS