17 ივნისი, 2016
ცხელი ყავა და ჩაი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოთ - ეს სიმსივნის წარმოქმნის რისკის წინაშე გაყენებთ
ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ცხელი სასმელები, თავს დიდ საფრთხეში იგდებენ, რადგან ეს სიმსივნის წარმოქმნის რისკის წინაშე გაყენებთ.

როგორც საერთაშორისო დონის მეცნიერები ამტკიცებენ, როცა წყალი 65 ცელსიუს გრადუსს აღემატება, შესაძლოა, საყლაპავი მილის კიბო გამოიწვიოს. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინელები სიმსივნის სახეობაა.

შესაბამისად, თუ ცხელ ყავას ან ჩაის ყოველდღიურად ეტანებით, უნდა გახსოვდეთ, რომ ამით ყელს მცირე დამწვრობას აყენებთ. ამ დროს პრობლემა მნიშვნელოვნად არ მიგაჩნიათ, მაგრამ დაავადება წლებთან ერთად პროგრესირდება.

ამიტომ შეიძინეთ თერმომეტრიანი ჩაიდანი და წყალს
ორჯერ ნუ აადუღებთ და დაელოდეთ, ვიდრე წყალი არ შეგრილდება.

გაირკვა, რომ ყავა და ჩაი თავის მხრივ უსაფრთხო სასმელებია, მაგრამ ნუ დალევთ მათ მომზადებისთანავე.

დასკვნების გასამყარებლად, მეცნიერების ჯგუფმა, სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩაატარეს ჩინეთში, ირანში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ცხელი ჩაის დალევა სწორედ ამ ქვეყნებშია მისაღები და ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია ყელის სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ჩაის იდეალური ტემპერატურა - 60 გრადუსი, ყავისთვის კი - 58 გრადუსია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS