სიტყვას დიდი ძალა და გავლენა აქვს - ეს აქსიომად გაიხადეთ და შემდეგ ჩამონათვალს მიჰყევით:
- პირველ რიგში, უნდა გინდოდეთ და ისურვოთ.
- მეორეც, გესმოდეთ საკუთარი თავის: რა გსურთ სინამდვილეში.
დაიწყეთ დილა ოცნებით. ისურვეთ, რაც გსურთ და სურვილის ჩაფიქრებისას ნუ იფიქრებთ იმაზე, ახდება თუ
გამოთქვით საკუთარი სურვილები! თავს უფლება მიეცით ყველაზე წარმოუდგენელზე იოცნებოთ, მაშინ სამყაროსგან პასუხს აუცილებლად მიიღებთ. იოცნებეთ!
ყურადღება მიაქციეთ, რომელ სურვილს იმეორებთ ყველაზე ხშირად
თუ დილით სურვილისას არ გამახსოვრდებათ რაზე ოცნებობთ, ჩაიწერეთ. შემდეგ ნაწერს დახედეთ და დააკვირდით რა რეაქცია გაქვთ, როგორ რეაგირებს თქვენი გული. ყურადღება გაამახვილეთ სწორედ დღეს, რადგან გააზრებულ მდგომარეობაში აქ და ამ წუთას ხართ.
აი, ასე იბადება თქვენი ჭეშმარიტი სურვილები. როგორც იტყვიან: "სურვილი არ გავნებს. როცა არ გსურს, ეს გავნებს".
ისწავლეთ სურვილების სწორად წარმოთქმა
სივრცე ჯადოსნურად მოქმედებს. მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები ძალიან ზუსტად წარმოთქვათ. წარმოიდგინეთ, რომ რაც თქვენ გსურთ, 5 წლის ბავშვს უნდა აუხსნათ, მაშინ სათქმელს გაცილებით მარტივად იტყვით - ეს მეთოდი ამართლებს!
თქვით ის, რაც გსურთ
ოცნებას ნუ დაიწყებთ მსგავსი წინადადებებით: "არ მინდა წარუმატებლობა თან მდევდეს" და.ა.შ. სამყარო უარყოფაზე ცუდად რეაგირებს, ამიტომ იმეორეთ ის, რაც გსურთ: "მინდა წარმატებული და იღბლიანი ვიყო". ფოკუსირდით სურვილებზე და არა უარყოფაზე.
როგორ შეადგინოთ სურვილების სია სწორად. მიჰყევით მინიშნებებს და მაშინ ყველა სურვილი აგიხდებთ:
ისურვეთ. დილის 10 სურვილი, რომლებსაც მტკიცედ წარმოთქვამთ, ოცნებას და ამით სიამოვნების მიღებას გასწავლით.
ყურადღება მიაქციეთ სურვილებს, რომლებსაც ყველაზე ხშრად იმეორებთ. თუ სურვილი ყოველდღიურად მეორდება, ეს მინიშნებაა, რომ ეს ის არის, რაც სინამდვილეში გჭირდებათ.
საკუთარი მესიჯი სამყაროს რაც შეიძლება მარტივად გაუგზავნეთ, გამოიყენეთ ხრიკი, 5 წლის ბავშვზე.
ისაუბრეთ, რის მიღება გსურთ, და არა იმაზე, თუ რისგან გსურთ თავის დაღწევა.
სიფრთხილით მოეკიდეთ სიტყვებს, როცა სურვილებს წარმოსთვქვამთ. ყველაფერი გენიალური - მარტივია, ამიტომ დააზუსტეთ და რაც შეიძლება მარტივად წარმოაჩინეთ სურვილები. ისურვეთ და დაე, თქვენი ოცნებები შეისმინოს სამყარომ, შეისმინოს სწორად და აუცილებლად აგიხდებათ.
ლეა ხიმშიაშვილი