15 ივნისი, 2016
რაში გვეხმარება კოკა-კოლა - გააპრიალეთ ჭურჭელი და ნიჟარები
კოკა-კოლა, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო სასმელია, ძალიან ეხმარება დიასახლისებს საოჯახო საქმეებში.

მაშ ასე, რა შეუძლია კოკა-კოლას:

წმენდს სანტექნიკას

ამბობენ, რომ კოკა-კოლას სამი დღის განმავლობაში მთლიანად შეუძლია მონეტის დაშლა. შესაძლოა ასეც არის. შემოწმებული და დამტკიცებული კი ის გახლავთ, რომ ეს პოპულარული გამაგრილებელი სასმელი კარგად ასუფთავებს სანტექნიკას.

ნიჟარებს კირქვის ნადები და ჟანგის კვალი ადვილად რომ მოაშოროთ, ზედაპირზე მოასხით კოკა-კოლა, ცოტა ხნის შემდეგ კი ჩვრით გაწმინდეთ.

ეს სასმელი ასევე კარგად წმენდს კაფელის იატაკს.

კოკა-კოლათი შეგიძლიათ გაწმინდოთ წყლის გასაშვები
მილი, სასმელი გაასუფთავებს მას თმისა და ნადები ცხიმისგან.

და კიდევ, თუ ქლორიანი სარეცხი საშუალებების სუნი გაღიზიანებთ, კოკა-კოლა კარგი ალტერნატივაა.

ლაქების ამომყვანი სარეცხი საშუალება

კოკა-კოლა კარგად აშორებს ცხიმს, ეს ნიშნავს, რომ მისი დახმარებით შეიძლება სამზარეულოს ტილოების გარეცხვა და ცხიმიანი, მათ შორის მაზუთისა და მანქანის ზეთის, ლაქების ამოყვანა.

გასარეცხი ქსოვილი ჩაალბეთ კოკა-კოლაში ორი საათით, სასმელში შემავალი მჟავა კარგად ამოიყვანს ცხიმს და შეიძლება ქსოვილს ჟანგის ლაქაც მოაშოროს.

ჟანგის საწინააღმდეგო საშუალება

კოკა-კოლა კარგად აშორებს ჟანგს ლითონის ნივთებიდან. დაასხით ან წაუსვით სასმელი პრობლემურ ადგილს და დატოვეთ ცოტა ხნით, შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ.

კოკა-კოლის დახმარებით ადვილად მოაგვარებთ დაჟანგული ანჯამების, რაზისა და საკეტის ენის პრობლემას - საკმარისია რამდენჯერმე დაასხათ კოკა-კოლა. დაჟანგულ ხრახნიან ნივთებს, ჩვეულებრივ, ბენზინში ალბობენ, კოკა-კოლა წარმატებით შეცვლის მას.

მიმწვარი ჭურჭელი

თუ ქვაბი მიგეწვათ, ჩაასხით მასში კოკა-კოლა და მიიყვანეთ ადუღებამდე, ამის შემდეგ ქვაბის ძირს ადვილად გააპრიალებთ. გარედან გასაპრიალებლად კი ან კოკა-კოლაში ჩაალბეთ, ან კოკა-კოლაში კარგად დასველებული ნაჭერი შემოახვიეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS