15 ივნისი, 2016
რატომ უყურებენ მამაკაცები სხვა ქალებს, მაშინაც კი თუ უყვარხართ
როცა მამაკაცი სხვა ქალებს უყურებს, მაშინვე ჩნდება ფიქრები, რომ თქვენთან უბედურია და სხვა ქალთან ყოფნა სურს. მაგრამ ქალებს უნდა ესმოდეთ, რომ ამას ვერაფერს მოუხერხებენ და არც არის საჭირო.

უხსოვარი დროიდან, მამაკაცის მთავარი მიზანი, შთამომავლის ყოლაა.

გამრავლების შანსი იზრდება, თუ ქალების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ საუკუნეების მანძილზე, ევოლუცია მამაკაცებს აპროგრამებდა, რომ გარშემო გამუდმებით ეძებნათ ყველა შესაძლო ვარიანტი.

ქალებს კი პირიქით, ევოლუციამ სიფრთხილე ასწავლა - მას მამაკაცის შენარჩუნება სჭირდება, რომელიც დაიცავს და უზრუნველყოფს შთამომავლობას.

დრო შეიცვალა, მაგრამ ინსტიქტები,
რომლებიც ჩვენში მილიონობით წლების მანძილზე ილექებოდა, ჩვენზე გავლენას ყოველთვის მოახდენს.

თუმცა მიუხედავად მსგავსი გამართლებისა, როცა მამაკაცი თვალს არ აშორებს სხვა ქალებს და საკუთარი პარტნიორის გრძნობებს არაფრად აგდებს, ამას ურთიერთობის დასრულება მოჰყვება.

ხოლო ქალზე სწრაფად თვალის შევლება ბუნებრივია და ამას დროდადრო ნებისმიერი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი აკეთებს. მთავარია კაცი ქალს არ უყურებდეს, როგორც ვნების ობიექტს.

მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ მამაკაცი არ გატყუებთ, როცა სხვა ქალებს უყურებს, ის ამას ხანდახან გაუაზრებლად აკეთებს.

თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისთან ყოფნაც სურს

თუ პარტნიორს ბოლომდე ენდობით და მაღალი თვითშეფასება გაქვთ, მსგავსი წვრილმანები ნაკლებად აგაღელვებთ. უმჯობესია ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანოთ და გახსოვდეთ, რომ ღირებული ქალი ხართ, რომელსაც სხვა ვერასდროს შეედრება.

ამასთან იცოდეთ, რომ სხვა კაცებს ქალებიც აკვირდებიან, მაგრამ ეს შედარებით შეუმჩნეველია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS