14 ივნისი, 2016
20 რამ, რაც თქვენს ქორწინებას გადაარჩენს
ფსიქოლოგმა ჯერალდ როჯერსმა, ეს სტატია მძიმე განშორების შემდეგ დაწერა. "როცა დავკარგე ქალი, რომელიც მიყვარდა და 16 წლიანი ურთიერთობა გაქრა, ეს იყო სიტყვები, რომლებიც მინდოდა, მაშინ მომესმინა".

შესაძლოა, ამ სიტყვებმა მომავალში თქვენი ქორწინება გადაარჩინოს:

1. ქალზე ზრუნვა არასდროს შეწყვიტოთ
ნურასდროს დაავალდებულებთ, თქვენ ხომ დაჰპირდით, რომ იქნებოდით ადამიანი, რომელიც მის გულს დაიცავდა. ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებული განძია, რაც კი ოდესმე განდეს. მან თქვენ აგირჩიათ და გახსოვდეთ, რომ სიყვარული სიზარმაცეს ვერ იტანს.

2. გაუფრთხილდით თქვენს გულს
საკუთარი სამყარო ისევე
დაიცავით, როგორც საყვარელ ქალს იცავთ. გიყვარდეთ სამყარო, მაგრამ, გულში უნდა მოიტოვოთ ადგილი, სადაც ვერავინ შეძლებს შეღწევას, ცოლის გარდა.

3. შეიყვარეთ კვლავ და კვლავ და კვლავ...
სამყაროში ყველაფერი იცვლება, იცვლებით თქვენც და 5 წლის შემდეგ ყველაფერი ძველებურად ვერ იქნება. გახსოვდეთ ერთი, რომ ის ვალდებული არ არის თქვენთან დარჩეს. თუ მის გულს კვლავ და კვლავ არ დაიმონებთ, ისე როგორც პირველად, მას ვეღარასდროს დაიბრუნებთ.

4. ეცადეთ საუკეთესო დაინახოთ
ფოკუსირდით მხოლოდ იმაზე, რაც საყვარელ ქალში გიყვართ , მაშინ დროთა განმავლობაში დარწმუნდებით, რომ მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალზე იქორწინეთ.

5. ნუ ეცდებით მის შეცვლას
თქვენი ვალია ქალი ისეთი გიყვარდეთ, როგორიც არის და თუ შეიცვლება, მაინც უნდა გიყვარდეთ, მოგწონთ ეს, თუ -არა.

6. საკუთარ ემოციებზე პასუხისმგებლობა აიღეთ
ცოლი ვალდებული არ არის გაგაბედნიეროთ, ისევე როგორც ვერ გაგაუბედურებთ. საკუთარ პოზიტიურ განწყობაზე პასუხისმგებლობა თავად აიღეთ, მაშინ ეს სიხარული თქვენს ურთიერთობასაც დაეტყობა.

7. თუ გაბრაზებული ხართ, ცოლს ნუ დააბრალებთ
სიბრაზე თვენი შინაგანი ემოცია და თქვენი პასუხისმგებლობაა.

8. ქალს უბრალოდ ყოფნის ნება მიეცით
როცა ქალი განაწყენებულია, ამის გამოსწორებას არ ცდილობს. უბრალოდ ჩაეხუტეთ და აგრძნობინეთ, რომ ეს ნორმალურია. დაე, იცოდეს, რომ მისი მოსმენა შეგიძლიათ და ის თქვენთვის ბევრს ნიშნავს. ქალის ხასიათი ცვალებადია და სწრაფად აფეთქების შემდეგ, მალე წყნარდება. თუ ამ ქარიშხალში არ მიატოვებთ, მის ნდობას მოიპოვებთ.

9. ნუ შეგეშინდებათ სულელურად გამოიყურებოდეთ
თავს ზედმეტად სერიოზულად ნუ აღიქვამთ. გაიცინეთ და გააცინეთ ცოლი. სიცილი ნებისმიერ სიტუაციას ამსუბუქებს.

10. თავი დედოფლად აგრძნობინეთ
სთხოვეთ შეადგინოს ჩამონათვალი, სადაც გაამხელს რა სჭირდება, რომ თავი სასურველ ქალად იგრძნოს.

11. იყავით აქ და ახლა
ქალს დროის გარდა, მთელი ყურადღება და სული უნდა დაუთმოთ. მოექეცით როგორც ყველზე ღირებულ კლიენტს.

12. მზად იყავით მისი სექსუალურობის მისაღებად
დაე იცოდეს, რომ თქვენი ნდობა ბოლომდე შეიძლება.

13. ნუ იქნებით სულელი
ნუ შეგეშინდებათ თავი ასეთად მოაჩვენოთ, შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს. შეცდით, მაგრამ ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.

14. მიეცით ქალს გასაქანი
არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არ აწყენდათ. ქალებს ხანდახან ფრენა სჭირდებათ, რათა საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ და თუ თქვენ ამ თავისუფლებას აჩუქებთ, ისინი დაბრუნდებიან, რათა ახალი სიმღერები გიმღერონ.

15. იყავით დაუცველი
გაუზიარეთ საკუთარი შიშები და გრძნობები, მზად იყავით შეცდომების აღიარებისთვის.

16. იყავით ბოლომდე გახსნილი
თუ ნდობის მოპოვება გსურთ, ყველაფერი გაუზიარეთ, განსაკუთრებით ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებთ და გიჭირთ. მოიხსენით ნიღაბი.

17. განვითარდით ერთად
იპოვეთ საერთო მიზნები, ოცნებები და იმოქმედეთ ერთად.

18. ნუ იქნებით ფულზე ჩაციკლული
ფული - თამაშია. ყველაფერი ისე მოაწყვეთ, რომ ეს გუნდურ თამაშად აქციოთ, მაშინ ყველა გამარჯვებული იქნება.

19. ისწავლეთ პატიება
მობილიზდით მომავალზე და არა წარსულზე. პატიება ხომ თავისუფლებაა.

20. ყოველთვის სიყვარული აირჩიეთ
და საბოლოოდ, ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც ნამდვილად გჭირდებათ. თუ სიყვარული გმართავთ. თქვენს ქორწინებას საფრთხე არ ელის. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS