14 ივნისი, 2016
თუ თქვენ ატარებთ ასეთ ფეხსაცმელს, დრო მოვიდა, დაუნანებლად გადაყაროთ
გერმანელმა სპეციალისტებმა გამოკვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ პლასტიკატისგან დამზადებული ფეხსაცმელები შეიცავენ კანცეროგენურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს დაავადების განვითარებას.

ისინი შეიცავენ პლასტიკურ არომატულ ნახშირწყალბადებს - ძლიერ კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელმაც, შეწოვის შემთხვევაში, შეიძლება უჯრედების მუტაცია გამოიწვიოს.

მათი არომატის შესუნთქვა სახიფათოა, თუმცა კანის მეშვეობითაც შეუძლიათ აბსორბირება.

ყველაზე დიდი რაოდენობით კანცეროგენი აღმოჩნდა შავ საბოში. 10 წყვილი გამოკვლეული საბოდან შვიდში აღმოჩნდა როგორც გამხსნელები, ისე მძიმე მეტალები.

ეს ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმში კანის გავლით აღწევს. ასე რომ, თუ მაინც აპირებთ ამ კანცეროგენური
ფეხსაცმლის ჩაცმას, აუცილებლად ჩაიცვით წინდებიც.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS