13 ივნისი, 2016
20 რჩევა წარმატებულ ქალებს, როგორ იპოვოთ სიყვარული
კარიერაში წარმატებული ხართ, მოსიყვარულე მეგობრები და შესანიშნავი ცხოვრება გაქვთ. როგორც ჩანს, ერთადერთი, რაც გაკლიათ - სიყვარულია.

წარმატებული ქალების პრობლემა, ხშირად შემდეგში მდგომარეობს - კარიერული მიზნების დევნაში, თვალთახედვიდან რჩებათ მამაკაცების სამყარო. ნებით თუ უნებლიეთ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ასეთ ქალებთან ურთიერთობა კვლავ აშინებთ.

თუ თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, გთავაზობთ რჩევებს:

იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. გჯეროდეთ, რომ დიდი სიყვარულის ღირსი ხართ.
საკუთარ თავთან კომპრომისზე ნუ წახვალთ, კომპრომისზე წადით მამაკაცთან.

გიყვარდეთ საკუთარი ცხოვრება და იცხოვრეთ ისე, როგორც თავად
გსურთ, მნიშვნელობა არ აქვს გვერდით მამაკაცი გყავთ თუ არა.

გიყვარდეთ საკუთარი თავი.

გაიგეთ, რომ - თქვენი ძალა, თქვენსავე ქალურობაშია და იცოდეთ, როდის გამოავლინოთ მამაკაცური ხასიათი.

ისწავლეთ წარუმატებლობასთან გამკლავება, ჩვენ ხომ მათით ვსწავლობთ.

გაუშვით წარსული და ებრძოლეთ შიშებს.

აპატიეთ საკუთარ თავს და მათ, ვისაც პატიება არასდროს უთხოვია.

შეგეძლოთ გართობა.

სერიოზულად უნდა მიგიღონ, მაგრამ საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ.

ისაუბრეთ საკუთარ საჭიროებებზე.

გაიგეთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს.

გაიგეთ, რომ სხვის განსჯას აზრი არ აქვს.

ჯანსაღი საზღვრები დააწესეთ.

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

თავს რაიმე საგნებით ან ან თანამდებობით ნუ განსაზღვრავთ.

ღირსეულად იყავით.

იცოდეთ, რომ ხანდახან ქაოსურ სიტუაციაში ყოფნა, ნორმალურია.

უსმინეთ საკუთარ სხეულს.

თავს უფლება მიეცით სუსტი და დაუცველი იყოთ.

უთანაგრძნეთ სხვებს, განსაკუთრებით საკუთარ თავს.

აირჩიეთ სიყვარული.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS