ყოველდღიური სექსი სტრესს ხსნის
კვლევების თანახმად, ეროტიკული თამაშები, ხსნის ემოციურ დატვირთვასა და ადაბლებს არტერიულ წნევას. ხდებით უფრო თავდაჯერებული, რაც ხასიათსა და თქვენს ჰორმონალურ ფონზეც აისახება. გამოიყოფა კორტიზოლი და ესტროგენი, რაც შემოქმედებით ფუნქციას აუმჯობესებს.
ყოველდღიური სექსი იმუნიტეტს აძლიერებს
ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება, კარგი შეგრძნებებს გარანტია. კვირაში ერთი სექსუალური აქტის დროს, გამოიყოფა ანტიტელი, რაც ინფექციისა
ფორმის შენარჩუნებაში გეხმარებათ
30 წუთიანი აქტიური სექსის დროს, 200 კკლ კალორია იწვის. ეს ველოტრენაჟორზე 10 წუთიან ვარჯიშს, ან 15 წუთიან ინტენსიურ სირბილს ანაცვლებს.
აჯანსაღებს გულს
თუ კვირაში ორჯერ ვნებიანი სექსით დაკავდებით, გულის შეტევის რისკს 50%-ით შეამცირებთ. ყოველდღიური სექსით კი უკეთეს შედეგს მიიღებთ.
ყოველდღიური სექსი გაახლოვებთ
ემოციური და მგრძნობიარე სასიყვარულო ურთიერთობაში პრაქტიკისას, გამოიყოფა აქსიტოცინი, რაც თავს იმდენად სასიამოვნოდ გაგრძნობინებთ, რომ გეხმარებათ პარტნიორთან საწოლს გარეთაც, სანდომიანი ურთიერთობა ააწყოთ. ე.ი. ხშირი სექსი გაახლოვებთ და ერთმანეთთან თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობთ.
შეგიმსუბუქებთ ტკივილს
აქსიტოცინის გარდა, სექსისას გამოიყოფა ენდორფინი, რაც ნებისმიერ ტკივილს მოგიხსნით.
ყოველდღიური სექსი პროსტატას კიბოს წარმოქმნის რისკს ამცირებს.
როგორც სიმსივნის შემსწავლელი მეცნიერები აცხადებენ, მამაკაცები, რომლებსაც თვეში 13-20 ეაკულაცია აქვთ, სიმსივნის რისკი 14%-ითაა შემცირებული, ხოლო არანაკლებ 21-ის შემთხვევაში, 33%-ით.
ამყარებს მენჯის კუნთებს
მენჯების კუნთების ვარჯიში არა მარტო ქალის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, არამედ ზრდის სურვილს.
ნაოკო ვატანაბე