გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, როგორ ახდენთ ზეწოლას საკუთარ თავსა და ურთიერთობებზე:
1. "ვიცი, რომ ჩემზე უკეთესს იპოვის"
როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, შენს პარტნორზე მეტად ეჭვიანობ. სიმართლე კი ისაა, რომ ყოველთვის მოიძებნება შენზე უფრო ლამაზი, ჭკვიანი, სპორტული და
2. ამბობთ, რომ მზად ხართ, როცა სინამდვილეში მზად არ ხართ
როცა ვინმეზე ჭკუას კარგავ, გინდა რაც შეიძლება მალე გახდე მისი, ის კი გავიწყდებათ, რომ ყველა, ვინც გიყვარს, შენი ბედისწერა არ არის და მოვლენების დაჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. ზოგიერთ ურთიერთობას დრო სჭირდება. ნუ მისცემთ მარტოობის შიშს, თქვენი ურთიერთობები მართოს.
3. თქვი "დიახ", როცა გინდა თქვა "არა"
მოგჭონთ ბიჭებთან ურთიერთობა, მაგრამ ხანდახან განმარტოება გჭირდებათ. ურთიერთობისას კი უარის თქმა არ შეგიძლიათ, რათა ადამიანი არ გაანაწყენოთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, თავს მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეთ და ნორმალურია თუ თქვენს პარტნიორს ეტყვით იმას, რის კეთებაც არ გსურთ და ამისთვის თავის გამართლება არ უნდა დაგჭირდეთ.
4. არ ხართ საკმარისად გახსნილი
ზოგიერთი გოგო, საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე, მხოლოდ დაქალებთან საუბრობს და არა ბიჭთან, რათა არ შეაშინოს. მაგრამ ემოციური სიახლოვე ხომ სწორედ ასე ფორმირდება - საპასუხო გახსნილობასა და გულწრფელობაზე.
5. არ ითხოვთ იმას, რაც გჭირდებათ
თქვენი ბედნიერების დასაცავად, უნდა იცოდეთ და მოითხოვოთ ის, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ. სხვა ადამიანისთვის თავი არ უნდა გაწიროთ - ეს არაჯანსაღი ურთიერთობაა, რაც ცუდად დასრულდება. თუ ის, რასაც თქვენ ითხოვთ, მისთვის ზედმეტია, ე.ი. ერთმანეთისთვის შეუფერებელი ადამიანები ხართ.
ნაოკო ვატანაბე