ეს 3 რამ, ძალიან მარტივია და უმჯობესია სამუდამოდ დაიმახსოვროთ, თუ პრობლემები არ გჭირდებათ.
მაშ ასე! ქალებს ყოველთვის სჭირდებათ:
1. დაცვა
ამ შემთხვევაში, ქალის გულისთვის სხვისი ცემა არ იგულისხმება და მსგავსი გმირობები უკვე კარგა ხანია აქტუალური აღარ არის. ცოლი გაცილებით უწყინარი მომენტებისგან უნდა დაიცვათ. მაგალითად თუ დედასთან ცხოვრობთ, დაიცვათ ის დედამთილის ბრაზიგან. ეს ფაქტორი ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ
იდეალურ შემთხვევაში უნდა დაიცვათ მატერიალური პრობლემებისგან. მამაკაცის ვალდებულებაა - დაიცვას ქალი ყველასა და ყველაფრისგან, რასაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. შეუქმნათ სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა. თუ მისთვის ამის მიცემა არ შეგიძლიათ, ღალატი ნუ გაგანაწყენებთ. თუ საჭირო დროს მის გვერდით არ აღმოჩნდები, ნასვამი და სამსახურით ზედმეტად ხარ დაკავებული - ეს არ გამართლებთ.
2. დახმარება
ეს სიყვარულის ყველაზე აშკარა გამოვლინებაა. როცა საყვარელ ქალს დახმარებაზე უარს ეუბნებით - ამით აგრძნობინებთ, რომ არ გიყვართ. დახმარება მაშინაც სჭირდება, როცა საქმე მამაკაცის საქმედ არ მიგაჩნიათ. თუ ხედავთ ვერ უმკლავდება, ადექი და დაეხმარე.
დაეხმარე, როცა ბავშვი დაღლის.
დაეხმარე, როცა საყიდლებზე მიდის.
დაეხმარე, თუ ხედავ სამსახურში იღლება - გზად მანქანით მიეგებე, მოუმზადე ვანა ან ვახშამი.
ის აუცილებლად დააფასებს!
როცა მარტო და უსუსურს ტოვებ, სიბრაზე ერევა ან იქნებ გიღალატოთ. დამნაშავე კი თქვენ იქნებით.
3. ინტიმური ემოციები
ქალებს სიახლოვეც სჭირდებათ, მაგრამ არა ისეთი, როგორც მამაკაცებს. ღალატის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ეს არის.
საწოლში ქალებს ემოცია სჭირდებათ და არა მოძრაობის ხარისხი ან რაოდენობა. მათ სინაზე, ვნება, სურვილი და რაღაც ახალი სურთ. წიგნი "როგორ დავაკმაყოფილოთ და შევინარჩუნოთ ქმარი", მხოლოდ ქალებს არ სჭირდებათ. 5-7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ეს წიგნი მამაკაცებმაც უნდა აიღონ. ინტიმურ ცხოვრებაზე, ორივემ უნდა იზრუნოს და არა მხოლოდ ქალმა, როგორც ეს ჩვენთან ხდება.
თუ შენ ემოციებს არ განაცდევინებ და ამის ნაცვლად, გადაბრუნებული ხვრინავ, გამოჩნდება სხვა, ვინც ამ ემოციებს მისცემს.
ლეა ხიმშიაშვილი