10 ივნისი, 2016
რატომ არ შეიძლება კვერცხის შენახვა მაცივარში
ევროპის უმეტეს ქვეყანაში კვერცხს სამზარეულოში, ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ.
ევროპელების თქმით, ტემპერატურის სწრაფი ვარდნისას, კვერცხის ნაჭუჭის სტრუქტურა ზიანდება და იშლება, რაც საშიშ ბაქტერიებს მასში შეღწევის უფლებას აძლევს.

კვერცხის შესანახად იდეალური ტემპერატურაა - 19-დან 21 გრადუსამდე ზამთარში და 21-დან 23 გრადუსამდე ზაფხულში.

რატომ ვინახავთ კვერცხს მაცივარში? ამაში დამნაშავე მასობრივი კულტურაა, რამაც ამ მეთოდის სისწორეში დაგვარწმუნა.

ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის შენახვა 7-10 დღის განმავლობაში შეიძლება, მაცივარში 30-45 დღე.

ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის 1 დღით შენახვა, მაცივარში 1 კვირით შენახვას უდრის.
ალბათ გესმით, რომ კვერცხი რომელსაც მაღაზიაში ყიდულობთ, შესაძლოა 3 კვირაზე მეტი ხნის იყოს.

მაგრამ თუ კვერცხისგან სარგებელის მიღება და საშიში ბაქტერიებისგან თავის დაცვა გსურთ, შეინახეთ მაგიდაზე და შეიძინეთ მხოლოდ ახალი პროდუქტები.

კვერცხი არასდროს გარეცხოთ!

ამით ბაქტერიული დაბინძურების რისკს ზრდით. საქმე იმაშია, რომ კვერცხის ნაჭუჭს აქვს სპეციალური საფარი, რაც ნაყოფს მავნე ბაქტერიებისგან იცავს. კვერცხის გარეცხვის შემთხვევაში კი ამ საფარს აცლით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS