08 ივნისი, 2016
გაიგეთ, როგორ ატაროთ ბეჭედი სწორად - ეს ადამიანის ბედს განსაზღვრავს
ის, თუ რომელ თითზე ატარებთ ბეჭედს, ადამიანის ბედს განსაზღვრავს.

მარჯვენა ხელი, როგორც წესი მამაკაცის ენერგეტიკის მატარებელია, ამიტომ ამ ხელზე ბეჭდები, თქვენი ცხოვრების გარკვეულ სფეროებს ააქტიურებს.

ბეჭედი მარცხენა ხელზე, ქალის პასიურ ენერგიას მართავს, შეუძლია გარკვეული სიტუაციისა და ენერგიისგან დაგიცვათ.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მარტო რომელ ხელზე ატარებთ ბეჭედს, არამედ რომელი მეტალისგანაა დამზადებული.

ოქრო, როგორც აქტიური, მზიანი მეტალი, ენერგიას ააქტიურებს. ვერცხლი - ნეგატიურ გავლენას ებრძვის და გიცავთ.

მარჯვენა ხელის დიდი თითი, მამაკაცურ ღირსებებზეა პასუხიმგებელი - ლოგიკასა და
აზროვნებაზე. მის გასაძლიერებლად, მარჯვენა ხელის დიდ თითზე შეგიძლიათ გაიკეთოთ ოქროს ბეჭედი, ფერადი ქვებით -ყვითელი ან ნარინჯისფერი. ხოლო თუ ვერცხლის სამკაულს არჩევთ, ცივი ფერის თვლით, ინტუიციას გაგიძლიერებთ.

თუ ოქროს ბეჭედს, მარცხენა ხელის დიდ თითზე ატარებთ,
შეძლებთ თქვენი ცოდნისგან რეალური ნაყოფი მიიღოთ.
საჩვენებელი თითი, ადამიანს ღვთაებრივ სამყაროსთან აკავშირებს, ამიტომ უმჯობესია ამ თითზე ატაროთ ვერცხლი, ოქროს სამკაული კი სხვა თითებისთვის გადაინახოთ.

შუა თითი ბედისწერაზეა პასუხისმგებელი,
ამიტომ ამ თითზე ბეჭედს კარმული დავალიანებების გამოსწორება შეუძლია. ამ შემთხვევაში ჯერ გამოცდა გელით, მერე კი სწორი ქმედებისთვის ჯილდო. თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველა გამოცდა გაიარეთ და დროა შესაბამისი ნაყოფი გამოიღოს, ბეჭედი მარჯვენა ხელის შუა თითზე ატარეთ. ხოლო თუ არ ხართ დარწმუნებული, გარისკვა არ ღირს.

მარცხენა თითის შუა თითზე ბეჭედს, ცხოვრებისეული გაკვეთილების შეფერხება შეუძლია. თუ მასზე ვერცხლის ბეჭდის ტარებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ცივი ფერის ქვით შეარჩიოთ.

უსახელო თითს წარმატება, ოჯახში ჰარმონია, სიყვარული, სოციუმში რეალიზაცია მოაქვს.
მარჯვენა ხელის უსახელო თითზე, კარგია ოქროს ბეჭდის ტარება, რათა ცხოვრების ყველა ჩამოთვლილი სფერო გააქტიურდეს.
მარჯვენა ხელის უსახელო თითზე, ოქროს საქორწინო ბეჭედი, ორი ადამიანის ენერგიას აერთიანებს და ააქტიურებს ურთიერთობას, ენერგიას საკეთილდღეო მიმართულებით მიმართავს.

ვერცხლის საქორწინო ბეჭედს, შეუძლია ურთიერთობაში ადამიანი ცივი გახადოს და საკუთარი სიყვარულის გაცემის სურვილს დაკარგავს, მხოლოდ მის მიღებას ეცდება.

თუ ოჯახი დაინგრა, ცოლ-ქმარმა ერთმანეთსა აუცილებლად უნდა დაუბრუნონ  საქორნიწო ბეჭდები.
ასე თავისუფლდებიან და ახალი ურთიერთობებისთვის გზას უხსნიან.

ან მეორე ვარიანტი - საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელზე გადაიტანეთ, წინა ქორწინება ძალას დაკარგავს. თუ საქორწინო ბეჭედს არ ატარებთ, მაგრამ სადმე ინახავთ, ის ძველი ურთიერთობის ენერგეტიკას კვლავ მიიზიდავს.

მარჯვენა ხელის ცერა თითი, ოქროს ბეჭდისთვისაა, თუ გსურთ უფრო კომუნიკაბელური გახდეთ. ამავე თითზე, წითელთვლიანი ბეჭედი, დაგეხმარებათ საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით განახორციელოთ და თაყვანისმცემლებს შორის დახვეწილი გონებით გაიბწყინოთ.

მარცხენა ხელის ცერა თითზე, ვერცხლის ბეჭედი მშვიდ ცხოვრებას მოგიტანთ
, ყველა მოვლენა მეორე პლანზე გადადის და შეძლებთ საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.

თუ ცერაზე ოქროს, მწვანეთვლიან ბეჭედს ატარებთ, თანაბრად აქტიური და პასიური ცხოვრება გექნებათ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS