07 ივნისი, 2016
9 ნიშანი, რომ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები სხვებზე ძლიერია
მეცნიერები დიდიხნის მანძილზე იკვლევდნენ ამ საკითხს და გაირკვა, რომ ადამიანის ინტელექტზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის დედის რძის ქიმიური შემადგენლობაც.

გთავაზობთ კიდევ 9 ფაქტორს, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვთ თქვენს ტვინზე:

1. არ ეწევით
Rating
2010 წელს ისრაელის მკვლევარებმა, 20 ათასი მწეველი და არამწეველი სტუდენტი
გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მწეველების IQ საშუალოდ 94-ზე იყო, არამწეველების კი უფრო მაღალი - 101.

2. ბავშვობაში დაკავებული იყავით მუსიკით
Rating
დამტკიცებულია, რომ მუსიკა ბავშვის ტვინს განვითარებაში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც მინიმუმ 9 თვის განმავლობაში ფორტეპიანოთი
იყვნენ დაკავებულები, მოზარდობისას, გაცილებით მაღალი IQ -ს მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ "არამუსიკალურ თანატოლებს".

3. ოჯახში უფროსი ბავშვი ხართ
Rating
უფროსი დები ან ძმები, როგორც წესი გაცილებით ჭკვიანები არიან და მიზეზი გენეტიკაა. ამიტომ მათი IQ მინიმუმ 3 პუნქტით მაღალია.

4. გამხდარი ხართ
Rating
ფრანგი მკვლევრებმა 2200 ადამიანზე ჩაატარეს დაკვირვება და დაასკვნეს, რომ სიგამხდრე პირდაპირ კავშირშია ინტელექტთან.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მინიმუმ 5 წლის მანძილზე, წონის დაკლებაზე არ იზრუნებთ, თქვენი კოგნიტური (შემეცნებითი) შესაძლებლობების შემცირება გარდაუვალია.

5. გყავთ კატა
Rating
რატომღაც, კატის პატრონებს, მეტი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ძაღლის პატრონებს ან მათ, ვისაც შინაური ცხოველი საერთოდ არ ჰყავს.

6. დედის რძით იკვებებოდით
Rating
ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებოდნენ, მთელი 7 ერთეულით მაღალი IQ აქვთ, მათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ ხელოვნურ საკვებს აწვდიდნენ.

დედის რძე ეხმარება ბავშვებს, ეფექტურად გაითავისონ ცხიმმჟავები, რაც ტვინის სწრაფად განვითარებას უწყობს ხელს.

7. რეკრეაციულ ნარკოტიკებს იღებდით
Rating
აღმოჩნდა, რომ ვინც მოზარდობისას რეკრეაციულ ნარკოტიკს იღებდა, მარიხუანას სახით, მათზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვინც ამას არ აკეთებდა.

8. მემარცხენე ხართ
Rating
მემარცხენეები "განსხვავებული აზროვნებით" ხასიათდებიან. ხელოვნებისა და ფანტაზიის განსაკუთრებული უნარი აქვთ. როგორც წესი, მემარცხენეები, მემარჯვენეებზე უმკლავდებიან შემოქმედებით დავალებებს. ასევე მეტ დანაშაულს ჩადიან.

9. მაღალი ხართ
Rating
სიმაღლე - ჭკვიანი ადამიანების კიდევ ერთი მახასიათებელი ნიშანია. არსებობს კვლევები, სადაც ამტკიცებენ, რომ სწრაფადმზარდი ბავშვები, გაცილებით მარტივად უმკლავდებიან გონებრივ ტესტებს, ვიდრე მათი შედარებით დაბალი თანატოლები.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS