აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ დასახელებული ნათურა იმდენად ტოქსიკურია, რომ, თუ შენობაში გასკდა, 20-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით ვერცხლის წყალი თავისუფლდება და ჰაერში იჟღენთება.
ეკონომნათურა შესაძლოა მიზეზი გახდეს:
თავბრუსხვევის;
თავისტკივილის;
შაკიკის;
დაღლილობის;
კონცენტრირების უნარის დაკარგვის;
შფოთის.
რატომ სჯობს, ძველ ნათურებს დაუბრუნდეთ:
1. ეკონომნათურები ვერცხლის წყალს შეიცავს
ვერცხლის წყალი ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ფეხმძიმეთათვის. ტოქსიკურია თავის ტვინის, ნერვული სისტემის, ღვიძლისა და თირკმლებისთვის. ვერცხლის წლით
2. ეკონომნათურა კიბოს იწვევს
ბერლინში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ნათურა მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს, რაც სიმსივნეს გამოიწვევს:
ფენოლი - ზომიერად ტოქსიკური მჟავე, თეთრი კრისტალური მყარი პროდუქტი, რომელიც ქიმიური წარმოშობისაა.
ნაფტალინი - მფრინავი, თეთრი კრისტალური გაერთიანება, რომელიც ქიმიური წარმოებისთვის გამოიყენება.
სტიროლი - უჯერი თხევადი ნახშირწყალბადი, ნავთობის პროდუქტი.
3. ეკონომნათურა დიდი დოზით ულტრაიისფერ სხივებს გამოყოფს
ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სხივები საზიანოა კანისა და თვალებისათვის. პირდაპირ მოქმედებს იმუნურსისტემაზე და აზიანებს კანს.
მსგავს სიტუაციაში, მიუხედავად ეკონომიისა, ნათურა სერიოზულ ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას და აუცილებლად მოგინდებათ ძველი ნათურების დაბრუნება.
ლეა ხიმშიაშვილი