06 ივნისი, 2016
7 სასიკვდილო ცოდვა ურთიერთობაში ანუ რატომ ხართ კვლავ მარტო
ახალი ნაცნობები და პირველი პაემანი, ხანდახან სახალისო და საინტერესოა, მაგრამ როცა დიდხანს გრძელდება, თქვენ კი შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობთ, ეს სახლის საქმეებს ემსგავსება.

რატომ ხართ კვლავ მარტო? ალბათ თქვენი ბრალია. გთავაზობთ 7 მიზეზს, თუ როგორ კეტავთ თქვენივე ბედნიერების გზას:

1. სიამაყე: მისთვის ზედმეტად კარგი ხართ

თუ ოჯახში ერთადერთი ან ყველაზე უმცროსი ბავშვი იყავით და თუ პატარა პრინცესასავით გზრდიდნენ, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სამყაროში თქვენი შესაფერისი არავინ მოიძებნება. ამიტომ ვიდრე ამას გაიფიქრებთ, სჯობს ა
დამიანებს ისე შეხედოთ, როგორც მეგობრებს და უფრო მეტში მხოლოდ ამის შემდეგ მოიაზროთ. ნუ დაიწუნებთ მას მხოლოდ გარეგნობის ან უფულობის გამო.

2. სიზარმაცე: ქმარს აქტიურად არ ეძებთ

ამაში თავდაჯერებულობის ნაკლებობა და სიმორცხვე გიშლით ხელს. მიდგომა უნდა შეცვალოთ, როცა დარწმუნდებით, რომ ბედნიერების ღირსი ხართ, ამას თქვენ მიზნად და პრიორიტეტად აქცევთ და მაშინ ვერაფერი დაგაკავებთ, რათა საკუთარი სიყვარული იპოვოთ.

3. ბრაზი: წარსულ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ხართ

ყველა მამაკაცი ერთნაირი არ არის. ის, რაც წინა ურთიერთობაში იყო, აუცილებლი არ არის კვლავ განმეორდეს. ისწავლეთ მიენდოთ, რადგან ნდობის გარეშე ბედნიერი ურთიერთობა ვერ შედგება.

4. შური: გამუდმებით ფიქრობთ, რომ ვინმე უკეთესი არსებობს

რატომ ვერ კმაყოფილდებით ვერასდროს იმ ურთიერთობით, რაც გაქვთ? ყურადღება კარგზე გადაიტანეთ, რაც ახლა გაგაჩნიათ.

5. გატაცება: ინტიმს გრძნობების გარეშე ეძებთ

როცა სექსით გრძნობების გარეშე კავდებით, რთულია გაიგოთ ვინ შეგეფერებათ. სექსი ერთი ღამით, თქვენს ემოციურ ცენტრს ანგრევს და მორიგ საყვარლებს შორის, რჩეულის ამოცნობა შეუძლებელი ხდება.

6. გაუმაძღრობა: ზედმეტს ითხოვთ

თქვენი პარტნიორი ვალდებული არ არის, სიყვარული გამუდმებით გიმტკიცოთ. ეს მოთხოვნილებები, მას შეაშინებს. ნება მიეცით დაგინახოთ. და თუ თქვენს შორის რაიმე ხდება, ნუ იჩქარებთ ნაკლების გამოძებნას.

7. ძუნწობა: ფული გჭირდებათ და არა მამაკაცი

მაგრამ ბედნიერი ურთიერთობები, საბანკო ანგარიშებით არ არსებობს. თანაც, თუ მორიგ საკუთრებად მიგიჩნიათ, შეუძლია მარტივად ჩაგანაცვლოთ სხვა ქალით.

სიმართლე ის არის, რომ სინამდვილეში ძალიან მარტივია დაშორების მიზეზი იპოვო და თუ ყურადღებას გამუდმებით ამახვილებ ნეგატივზე, ასეც მოხდება.

ურთიერთობაში კი მნიშვნელოვანია, იპოვოთ ადამიანში ის, რაც გაგაბედნიერებთ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS