06 ივნისი, 2016
რატომ არიან სარკაზმული ადამიანები უფრო ჭკვიანები, სექსუალურები და მდიდრები
სულ უფრო მეტი მეცნიერული დასკვნა გროვდება, რომ სარკაზმის ხელოვნების მცოდნე ადამიანები, უფრო ჭკვიანები, სექსუალურები და მდიდრებიც არიან.

ჩვენი წინაპრები სარკაზმს გამოიყენებდნენ, რათა გაერკვიათ ვინ არის მეგობარი და ვინ -მტერი.

სარკაზმი არა მარტო მეგობრებისა და ნათესავების გასართობად გამოიყენება.

ნეირო ფიზიოლოგი კეტრინ რენკინი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, მიიჩნევს, რომ სარკაზმს ადამიანები თვითგადაჩენისთვის, ურთიერთობის ფორმირებისა და სოციუმში კავშირების განსამტკიცებლად გამოიყენებდნენ.

რენკინის მტკიცებით, სარკაზმის უნარი, მხოლოდ სოციალურად მაღალინტელექტუალურ ადამიანს აქვს. ვიდრე სხვები პანიკის შესახებს აცნობებდნენ, ბრძენი ადამიანები, ხალხს იუმორის საშუალებით ამშვიდებდნენ.

მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ სარკაზმმა ადამიანის ცივილიზაციაში დიდი როლი ითამაშა. მისი უნარის მქონე ადამიანი, გარშემო მყოფებში ყოველთვის იმსახურებდნენ პატივისცემასა და დიდებას.

ადამიანებმა, რომლებმაც იციან როგორ დასცინონ ცხოვრებას, ქალებისთვის ბევრად მიმზიდველები არიან

არაფერია კარგი იუმორის გრძნობაზე უფრო სექსუალური. ფრანგი სოციოლოგის, ნიკოლია გუგენის დასკვნით, როცა საქმე ქალისა და მამაკაცის ფლირტს ეხება, ქალი მამაკაცში, მის ყველა სხვა ღირსებაზე მეტად, იუმორის გრძნობას აფასებს. შემთხვევითი "სექსის" მიზეზიც, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იუმორი ხდება.

თუ იუმორის გრძნობა გაქვთ, სხვა პარტნიორებზე უფრო წარმატებული იქნებით

სარკაზმი, არა მარტო სექსუალური პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ, არამედ წარმატებული კარიერის აწყობაში ხელს გიწყობთ.

დამწყები ინჟინრები იხსენებდნენ, როგორ დაიწყო მათი წარმატებული კარიერა.

აღმოჩნდა, რომ კლიენტებს უფრო მეტად, სარკაზმული ინჟინრები მოსწონდათ, უკეთესი ურთიერთობა ჰქონდათ კოლეგებთან და სამუშაოზე ფოკუსირებას უკეთ ახდენდნენ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS