03 ივნისი, 2016
ფრანც კაფკას 12 ციტატა - ''კალამი - არა ინსტრუმენტი, არამედ მწერლის ორგანოა''
სამ ივნისს გერმანელი მწერლის, ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 92 წელი შესრულდდა. ის მრავალშვილიან ებრაულ ოჯახში დაიბადა, რომელიც ყოფილ ებრაულ გეტოში, პრაღაში ცხოვრობდა.

ორი უმცროსი ძმა, ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, 3 უმცროსი და კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონეთის კონცლაგერში დაიღუპა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, თუმცა სამსახური არ უყვარდა და წერას არჩევდა.

მწერლის სიცოცხლეში, მხოლოდ 4 წიგნი და რომანის "ამერიკა" პირველი თავი გამოვიდა.

1917 წელს ტუბერკულიოზით დაავადდა, რის შედეგადაც, 1924 წლის 3 ივნისს, ვენასთან ახლოს,
სანატორიუმში გარდაიცვალა.

მისი ნამუშევრების უმრავლესობა, მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

ფრანც კაფკას 12 ციტატა სამსახურზე, ადამიანებზე, ლიტერატურასა და ცხოვრებაზე:

1. ახლობლის დაჩაგვრა გაცილებით მარტივია, როცა მასზე არაფერი იცი. მაშინ სინდისი არ გაწუხებს...

2. ადამიანებთან ურთიერთობა, თვითანალიზისკენ ცდუნებაა.

3. მთელი ცხოვრება მხოლოდ გზაა სიკვდილისკენ.

4. კალამი - არა ინსტრუმენტი, არამედ მწერლის ორგანოა.

5. ახალგაზრდების მშურს. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მისი მსოფლმხედველობა მით უფრო ფართოვდება, ცხოვრებისეული შესაძლებლობები კი მცირდება. ბოლოს რჩება ერთადერთი შეხედულება, ერთადერთი გამოსავალი. ამ მომეტში ადამიანი, ალბათ მთელს თავის ცხოვრებას თვალს გადაავლებს. პირველად და უკანასკნელად.

6. მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანებს გავურბივარ არა იმიტომ, რომ მშვიდად ვიცხოვრო, არამედ იმიტომ, რომ მშვიდად მოვკვდე.

7. მხოლოდ ერთი სენით დაავადებულ ადამიანებს ესმით ერთმანეთის.

8. ბოროტებას არ მისცეთ უფლება დაგარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ მას რაიმე დაუმალოთ.

9. პოეზია - ავადმყოფობაა. ტემპერატურის დაწევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას. პირიქით! სიცხე გწმენდს და გაგანათლებს.

10. რაც უფრო ფართოდ ვრცელდება წყალდიდობა, მით უფრო ზედაპირული და ტალახიანი ხდება წყალი. რევოლუცია ორთქლდება და მხოლოდ ახალი ბიუროკრატიის ჭუჭყი რჩება. ნაწამები კაცობრიობის ბორკილი, ჩვეულებრივი ქაღალდისგან მზადდება.

11. ვერ ვიძინებ. მხოლოდ სიზმრები, არავითარი ძილი...

12. ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ხდება. შესაძლებელი მხოლოდ ისაა, რაც ხდება.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS