1. ნუღარ შეგეშინდებათ იმის, რომ გულს გატკენენ
ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა. ცხოვრებაში იმ ეტაპზე ხართ, როცა ნამდვილი სიყვარულის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მობილიზებული იყავით მთავარზე.
2. გაიგეთ და მიიღეთ, რომ არაფერია მარადიული, გარდა სიყვარულისა
არანაირი ურთიერთობა და მეგობრობა, მარადიული არ არის. ადამიანები იცვლებიან და მათთან ერთად იცვლება გრძნობებიც. ამბობენ, ყოველ 7 წელში, ადამიანის ორგანიზმი უჯრედებს აღადგენს. მაგრამ ყველანაირი ცვლილება, უკეთესობისკენაა მიმართული, გაიაზრეთ ეს და უკეთესი გახდებით. გახსოვდეთ, რომ სხვებთან ერთად, თქვენც
3. ნუ შეგაშინებთ სერიოზული ურთიერთობები
გაბედულად შეეგებეთ ყველაფერს, რაც გახარებთ და სიამოვნებას განიჭებთ, თუნდაც ქორწინებით დასრულდეს. ნუ აღიქვამთ ქორწინებას, როგორც თავისუფლების შეზღუდვას, არამედ მიიღეთ, როგორც გადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტი სიყვარულისკენ. ეს თქვენი რჩეულის მიმართ ერთგულების სიმბოლოა.
4. ყველა ბორკილი მოიხსენით
დატკბით ცხოვრებით. დაე, ნურავინ და ნურაფერი შეგიშლით ხელს - პირველ რიგში შინაგანი განცდები.
5. ისწავლეთ შეცდომებზე, მიიღეთ გაკვეთილები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ
ნებისმიერი გამოცდილება - საკუთარ თავთან შეხვედრაა, რომ კარგად გაიცნოთ თქვენი პიროვნება და გახდეთ უკეთესი. ხელს ნუ ჩაიქნევთ, მაშინაც კი თუ ეს გაკვეთილი, სხვების მიმართ ნდობის დაკარგვას ეხება.
ლეა ხიმშიაშვილი