რამდენიმე მიზეზი, რომ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით:
1. სპონტანური სექსი თითქმის არასდროს გაქვთ, რადგან ერთმანეთს არ იზიდავთ. ვნებიანად შეხების და საწოლში შეტყუების სურვილი არ გაქვთ. მძაფრი სექსუალური სურვილი არ ვლინდება.
2. არ გაქვთ სექს-პოზა, რომელიც ორივეს მოგწონთ. ნებისმიერ მომენტში, სექსის დროს, რომელიმე თქვენგანს რაღაც არ აკმაყოფილებს. ამას მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებთ.
3. სექსის
4. სექსის დროს რომელიმე თქვენგანს გამუდმებით ეფანტება ყურადღება და ეს ყოველთვის შესამჩნევია.
5. სექსის დროს ჩართული გაქვთ ტელევიზორი. შესაძლოა თქვენი პარტნიორი არ უყურებს, მაგრამ ნამდვილად უსმენს, რათა მდგომარეობა შეიმსუბუქოს.
6. სექსით მხოლოდ დღესასწაულებზე და დასვენების დღეებში კავდებით და მაშინ ხვდებით, რომ ეს მხოლოდ ცოლ-ქმრული ვალდებულების შესრულებაა.
7. თქვენი სექსუალური სურვილები არასდროს ემთხვევა ერთმანეთს. როცა თქვენ გაქვთ სექსის სურვილი, თქვენს პარტნიორს არ აქვს, ან პირიქით ხდება და ასეა დაუსრულებლად.
8. პარნტნიორის დახმარებით ორგაზმს ვერ აღწევთ. ხანდახან ეს ნორმალურია, მაგრამ არა მუდმივად. ამ შემთხვევაში თქვენი სექსუალური ცხოვრება მასტურბაციად იქცევა.
9. არ ემთხვევა თქვენი ლიბიდო. მას სურს სექსით კვირაში 6-ჯერ დაკავდეს, თქვენთვის კი ერთ-ორჯერაც საკმარისია ან პირიქით.
ნაოკო ვატანაბე