02 ივნისი, 2016
9 მიზეზი, რომ იპოვეთ მამაკაცი, რომელსაც ცოლად უნდა გაჰყვეთ
სიყვარულის პოვნა, დიდხნიანი გაუჩინარების შემდგომ დაბრუნებას ჰგავს და ყველა საქმე მეორე ადგილზე გადადის. თავს დაცულად და თავისუფლად იგრძნობთ.

გთავაზობთ 9 ნიშანს, რომ შეხვდით ადამიანს, რომელთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარება ღირს:

1. მასთან თითის წვერებზე სიარული არ გიწევთ

არსებობს კარგი და ცუდი დღეები და მას ეს ძალიან კარგად ესმის. რაიმე განსაკუთრებულს თქვენგან არ ითხოვს, მისთვის თქვენი ამქვეყნად არსებობაც განსაკუთრებულია. მასთან ყოველთვის შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

2. თქვენი ბედნიერება, მისი ბედნიერებაა და პირიქით

ხვდებით, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც
თქვენს მიმართ ასე კეთილგანწყობილია. ხოლო ვიდრე მას შეხვდებოდით, არც კი გჯეროდათ, რომ ვინმე ასე კარგად მოგექცეოდათ.
ადამიანი, რომელსაც ცოლად უნდა გაჰყვეთ, თქვენი ინტერესებისთვის უნდა იბრძოდეს, რადგან ახლა თქვენი ინტერესები, მისი ინტერესებიცაა და უბრალოდ მოსწონს თქვენთვის სიამოვნების მონიჭება.

3. ძალიან ცუდი დღის ბოლოს, მასთან ყოფნა გინდათ

როცა ცუდ ხასიათზე ხართ, არ გინდათ მარტოობაში, ტელევიზორთან მჯდომმა გალიოთ დღე და თქვენი პარტნიორის გვერდით ყოფნა გსურთ.

თქვენს წუწუნს მოთმინებით ისმენს და მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით გეხმარებათ, ყოველთვის გინდათ მასთან.

4. მას ფიზიკურად გრძნობთ

ფიზიკურად, ემოციურად თუ ინტელექტუალურად, ერთმანეთს აბსოლუტურად ეთავსებით. ეს ქიმია იმდენად ძლიერია, რომ ირგვლივ სხვა ყველაფერს ბლოკავს. მის გვერდით ყოფნისას, გარშემო ყველა ქრება.

5. გსურთ ყველა თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ

მომავალზე ფიქრისას, ამ თემის მასთან ერთად განხილვა გსურთ. დარჩენილი ცხოვრების მის გვერდით გატარება არ გაშინებთ და აბსოლუტურ კომფორტს მხოლოდ მის გვერდით განიცდით. ასევე გაინტერესებთ ყველაფერი რასაც ის დღის განმავლობაში აკეთებს.

6. კვლავ რომანტიკულად გაქციათ

ხანდახან თავი ფილმში "ბინდი" გგონიათ. მოგწონთ ნებისმიერი რომანტიკური მომენტი, ვახშამი სანთლის შუქზე, ხანგრძლივი ჩახუტება, ერთად მგზავრობა და ა.შ. ხანდახან გგონიათ, რომ თითქოს ყველაფერი მაგიური სიყვარულითაა გაჟღენთილი და ეს ყველაფერი მასაც სიამოვნებს.

7. უფრო ხშირად გიყვართ, ვიდრე უბრაზდებით

კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. და ერთობლივი ცხოვრებისთვის, კიდევ ერთი საცდელი ტესტია - შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთს 2 საათზე მეტ ხანს გაუბრაზდეთ?

8. ის არა მარტო გისმენთ, მას თქვენი ესმის

შეუძლია არა მარტო გისმინოთ, არამედ გაგიგოთ და არავითარი მინიშნებები არ სჭირდება. ყოველთვის იცის, როდის რა გჭირდებათ.

ერთმანეთს ზრდაში ეხმარებით და ხდებით ადამიანები, რომლებად ყოფნაც ყოველთვის გსურდათ.

9. გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ

ხანდახან ბინძური ხართ ან ძალიან ხმაურიანი და არც ისეთი სასაცილო, როგორიც გგონიათ, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავს კომფორტულად გრძნობს და უყვარს თქვენი უარყოფითი თვისებებიც, რაც თავადაც გაღიზიანებთ.

მეგობრებთან, თქვენით ამაყობს. თქვენზე ყველაფერი იცის - ცუდიც და კარგიც, მაგრამ ორივეს აფასებს.

ყველაფერი ძალიან მარტივადაა - თქვენ მისი ხართ, ის კი თქვენი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS