მარგალიტი რაც შეიძლება ხშირად უნდა ატაროთ, მაგრამ თუ მის შენახვას გადაწყვეტთ, თითოეული მარცვალი რბილ ქსოვილში უნდა გაახვიოთ. ადგილს, სადაც მარგალიტს ინახავთ, აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს ჰაერი.
თუ იყენებთ სუნამოს, დეზოდორანტს, თმის ლაქს ან სხვა აეროზოლებს, მათი გამოყენების წინ მარგალიტის სამკაულები უნდა მოიხსნათ.
დროდადრო მარგალიტის სამკაულები რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. მარგალიტის მძივები კარგად გაპრიალდება, თუ მას ზეითუნის ზეთით გაწმენდთ. სხვთა შორის, სწორედ ასე შეგიძლიათ გაწმინდოთ
მარგალიტის მძივი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დაშალოთ და ხელახლა აასხათ, ასე ის ახალ სუნთქვას შეიძენს და გახალისდება.
ქვები
ზოგიერთი ძვრფასი ქვა მზის სინათლის ზემოქმედებით ელვარებას კარგავს, ამიტომაც უნჯობესია, ზარდახშაში შეინახოთ.
ძვირფასი ქვებისთვის, ისევე როგორც ძვირფასი მეტალებისთვის, მავნეა ქიმიურ და კოსმეტიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი. ამიტომაც აუცილებლად მოიხსენით სახლის დალაგებისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების წინ. ასევე, აბაზანაში, აუზსა და ზღვაში ბანაობისას.
მოარიდეთ ძვირფასი ქვები ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, შეეცადეთ მეტისმეტად არ გახურდეს და არ დაგივარდეთ.
ძვირფასი ქვების გასაწმენდად არ გამოიყენოთ კბილის პასტა.
ქვების უმრავლესობას შეგიძლიათ უბრალოდ წყალი გადაავლოთ ან მხოლოდ რბილი ქსოვილით გაწმინდოთ.
და ბოლო რჩევა:
საიუველირო მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სამკაულების გასაწმენდი სპეციალური ხსნარები და პასტები, ამასთან, მიიღოთ კონსულტაცია მათი მოვლისა და შენახვის შესახებ.
სოფიო ბულაური