01 ივნისი, 2016
რით ვუშველოთ მიმწვარ ტაფას და შინაური ცხოველების სუნს - მარტივი რჩევები დიასახლისებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანამედროვე საშუალება არსებობს, დიასახლისებს დიდი ძალისხმევის ფასად უწევთ მიმწვარი ტაფისა და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხრიკს.

ტაფა

ტაფაზე მიმწვარ საკვების ნაწილსა და ცხიმს ადვილად მოაშორებთ, თუ ტაფას სქლად მოაყრით ჩვეულებრივ მარილს და ცოტაოდენ წყალს მოასხამთ. ეს მასა გააჩერეთ 10 წუთით და ტაფა ჩვეულებრივ გარეცხეთ.

ჭურჭლის ღრუბელი

ჭურჭლის ღრუბელი ადვილად გაირეცხება ჭუჭყისა და ცხიმისგან, თუ გამოიყენებთ შემდეგ მეთოდს: პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი
მარილი, კარგად აურიეთ, ჩადეთ შიგ ჭურჭლის ღრუბელი და დატოვეთ მთელი ღამით.

საპნიანი ქაფის ლაქები საშხაპის კედლებზე

საშხაპის კედლებიდან ადვილად რომ მოაშოროთ საპნიანი ქაფის ლაქები, აიღეთ სველი ხელსახოცი, წაუსვით შუშის კედლებს, შემდეგ გადაუსვით სუფთა ღრუბელი და წყლით ჩამორეცხეთ.

გატეხილი კვერცხი

თუ მოულოდნელად კვერცხი ხელიდან გაგივარდათ და იატაკს დაენარცხა, მაშინვე ტილოთი ან ხელსახოცებით ნუ შეეცდებით მის აწმენდას. საქმე ბევრად გაგიიოლდებათ, თუ გატეხილ კვერცხს სქლად დააყრით მარილს, გააჩერებთ 15 წუთით და შემდეგ ქაღალდის ხელახოცით აიღებთ.

ნიჟარა

ნიჟარა იპრიალებს, თუ მას მარილითა და ლიმონით გაწმენდთ. როცა გაწმენდას დაასრულებთ, ლიმონის კანი ნიჟარაში მოთავსებული ნარჩენების შესაკავებელი მრგვალი ცხაურის მეშვეობით დააქუცმაცეთ - სამზარეულო სასიამოვნო არომატით აივსება.

რბილი ავეჯი

რბილი ავეჯიდან შინაური ცხოველებისა და სხვა არასასიამოვნო სუნის მოსაცილებლად, პულვილიზატორიან ჭურჭელში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ 10 წვეთი ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთი, 1 სადილის კოვზი საკვები სოდა, კარგად შეანჯღრიეთ და შეასხურეთ რბილ ავეჯს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS