რას ემსახურება ეს მუდრა
რთული სიტუაციებისგან არავინაა დაზღვეული, ზოგჯერ შეიძლება ადამიანი გამოუვალ მდგომარებაშიც აღმოჩნდეს. მაგალითად, სასწრაფოდ დასჭირდეს ფული მკურნალობისთვის, მოულოდნელი რემონტისთვის ან ავტომობილისთვის, ან რაიმე სხვა სასწრაფო საქმისთვის. სად და როგორ მოიძიოს დამატებითი ფინანსები?
მუდრა ფულის სწრაფად მისაზიდად დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე დააღწიოთ თავი კრიზისულ მდგომარეობას და სასწრაფოდ მოახდინოს ფულის ენერგიის მატერიალიზება.
გაითვალისწინეთ: ამ მუდრას დიდი ძალა აქვს და
მუდრის შესრულების ტექნიკა
ასწიეთ ხელისგულები მზის წნულის სიმაღლეზე, შეაერთეთ საჩვენებელი და დიდი თითები ისე, რომ მიიღოთ რგოლები. ქალებმა მარჯვენა ხელისგული ისე უნდა შეაბრუნონ, რომ მიწას დაჰყურებდეს, მარცხენა კი ზეცისკენ უნდა იყოს მიმართული. მამაკაცებმა კი პირიქით უნდა გააკეთონ.
ახლა შეაერთეთ თითების ბალიშები: მარჯვენა ხელის ნეკი მარცხენა ხელის არათითთან, მარჯვენა ხელის არათითი კი - მარცხენა ხელის ნეკთან. ორივე ხელის შუათითი თავისუფალი და მოდუნებული უნდა დარჩეს.
განსაზღვრეთ რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ. თანხა რეალური უნდა იყოს, საჭიროების შესაბამისად (წამში მილიონერობას ნუ მოინდომებთ). ასე უფრო მალე მიიღებთ შედეგს.
ფოკუსირება მოახდინეთ ენერგიაზე, რომელიც თქვენი მზის წნულიდან გამოიდის და იფიქრეთ ფულზე. ამ დროს მუდრა აძლიერებს თქვენს სურვილს და მას მძლავრი ენერგიით ავსებს.
მუდრის შესრულების მაქსიმალური დროა 5-10 წუთი.
ფულის სწრაფი მიზიდვის მუდრა მხოლოდ ერთ დღეს უნდა შეასრულოთ! იმ ერთ დღეში შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ: ერთხელ დილით - ადგომისთანავე, 2-3-ჯერ დღის განმავლობაში და ერთხელ ძილის წინ.
შუალედი შესრულებებს შორის 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
სოფიო ბულაური