24 მაისი, 2016
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მარტოობა საზიანოა ჯანმრთელობისთვის
ურთიერთობის გარეშეც მშვენიერი ცხოვრება გაქვთ, შესანიშნავი მეგობრები, ოჯახი და კარიერა გაქვთ. თავისუფლებით ტკბებით და ყველაფერი მშვენივრად იყო, ვიდრე არ გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მარტოობა არა მარტო უსიამოვნო, საშიშიცაა:

1. დაოჯახებულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა აქვთ

კვლევების შედეგად, მარტოხელა ადამიანები, ხშირად არიან დეპრესიაში, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, უჭირთ ადაპტირება და სუიციდის მცდელობაც ხშირია.
1500 სტუდენტიდან, ვინც ურთიერთობაში, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ნაკლებად განიცდიან.

2. ურთიერთობაში ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

მარტოობა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გამო შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდეს.

3. სერიოზულ
ურთიერთობებში მყოფი ადამიანები ბედნიერები არიან

კვლევაში მონაწილე დაოჯახებული ან შეყვარებული წყვილი, ცხოვრებისგან მეტ კმაყოფილებას იღებდნენ, ვიდრე მარტოხელები.

4. ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ხანგრძლივად სძინავთ, ძილი კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

შესაძლოა აქ დიდ როლს თამაშობს უსაფრთხების, სტაბილურობისა და დაცულობის განცდა. სრულფასოვანი ძილი კი კორტიზოლის - სტრესის ჰორმონის დონეს წევს.

5. თუ მარტო დიდხანს რჩებით, განშორების რისკი იმატებს

კვლევები ამბობენ, რომ დაოჯახება სასურველია 32 წლამდე, რადგან ყოველ გადადებულ წელთან ერთად განშორების რისკი იმატებს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS