გთავაზობთ 3 ძირითად რჩევას, რომლებიც ახალი სიყვარულის პოვნაში აუცილებლად დაგეხმარებათ:
1. ჯერ განიკურნეთ, სიყვარულზე მერე იფიქრეთ
ვიდრე სხვასთან შეხვედრას კვლავ შეძლებთ, გარკვეული დრო დაგჭირებათ. ძველის დასავიწყებლად, ახალთან შეხვედრა უშედეგო ხერხია.
დანაკარგთან შეგუებისთვის დროა საჭირო, უნდა გაერკვიოთ საკუთარ თავში. გონება, სხეული და სული ერთ ტალღაზე
2. ნეგატივი გაუშვით
განშორების შემდეგ, ბევრი ახალ ურთიერთობას ემოცებით სავსე ხვდება და ჰგონიათ, რომ ამას სხვები ვერ ამჩნევენ, თუმცა საბოლოოდ სიბრაზე, ტკივილი და წყენა აუცილებლად იჩენს თავს.
განშორების შემდეგ სიყვარულზე სკეპტიკური დამოკიდებულება სრულიად ნორმალურია, მაგრამ როცა მთელ ნეგატივს აგროვებთ და არ უშვებთ, ამით გარშემო კედელს იშენებთ და ახალ სიყვარულს შემოსვლის საშულებას არ აძლევთ.
უარყოფითი განწყობა, ყველას, ვინც თქვენთან მოახლოებას ცდილობს, ნეგატიურ ენერგიას უგზავნის.
3. სიყვარული სწორ ადგილებში ეძებეთ
კლუბები ან სწრაფი პაემნები, განშორებული ადამიანისთვის დიდი დატვირთვაა. ხშირად ეს ცუდ გამოცდილებად რჩება და შესაძლოა ახალი სიყვარულის ძიების სურვილი საბოლოოდ გაქრეს.
სიყვარული სახლში არ მოგაკითხავთ და გარეთ გასვლა მოგიწევთ, მაგრამ დაკავდით იმით, რაც გაინტერესებთ - სპორტი, რაიმე წრე და ა.შ.
განშორების შემდეგ სიყვარული თანდათანობით და მშვიდად უნდა მოვიდეს, იმ ტემპით, რომელიც თქვენთვისაა მისაღები, მაგრამ მხოლოდ მაშ შემდეგ, რაც ძველ განცდებს წარსულში დატოვებთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნაოკო ვატანაბე