24 მაისი, 2016
მამაკაცის 8 ფიქრი, რომლებიც ქალმა უნდა იცოდეს
მამაკაცები არც ისეთი ზედაპირეულები არიან, როგორც ეს ქალებს ჰგონიათ. თუ გრძობების გამოხატვა არ შეუძლიათ, იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვთ. ხოლო, როცა გამოხატავენ, სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ვერ აღიქვამენ სწორად ან მისაღებად მზად არ არიან.
თუ ურთიერთობის აწყობა გსურთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ იმ რამდენიმე ფაქტს, რასაც მამაკაცები ვერ გამოხატავენ:

1. მამაკაცი სიყვარულს პატივისცემასთან აიგივებს

დაუშვებელია გიყვარდეთ და პატივი არ სცეთ. თუ თქვენს პატივისცემას გრძნობს, მისთვის ეს თქვენს სიყვარულს ამტკიცებს.

2. გარეგნულად ძლიერი გეჩვენებათ,მაგრამ შინაგანად თავს
შეშინებული ბავშვივით გრძნობს

უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია - იყოს ნამდვილი მამაკაცი, დაიცვას და უზრუნველყოს ოჯახი. მხოლოდ სულელს არ შეეშინდება ამ ყველაფრის. მაგრამ ის, საკუთარ შიშებს მალავს.

3. მამაკაცების უმრავლესობას არა უბრალოდ სურს ოჯახის უზრუნველყოფა, ეს მისი საჭიროებაა

ოჯახის უზრუნველყოფა, მამაკაცისთვის ევოლუციური და ინსტიქტური მოვალეობაა. მაშინაც კი, თუ თქვენი შემოსავალი, პარტნიორის შემოსავალს უთანასწორდება, მიეცით უფლება თავი მთავარ შემოსავლის წყაროდ იგრძნოს.

4. ვიდრე პრობლემას გადაჭრის, ხანდახან მამაკაცს სჭირდება ყველაფერს მოშორდეს

ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ შეუძლია მამაკაცს წავიდეს, ახლახანს წამოჭრილი პრობლემის გამო. მამაკაცის ტვინი სხვაგვარდაა მოწყობილი, პირველრიგში ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს.

5. სექსზე უარის თქმა თავდაჯრებულობას უკარგავს

მამაკაცს არა უბრალოდ სექსი სურს, უნდა რომ ამის სურვილი თქვენც გქონდეთ. მისი თავდაჯერებულობა ამაზეა დამოკიდებული.

6. მამაკაცები, რომლებიც ქორწინებაში ბედნიერები არიან, მიმზიდველ ქალებს მაინც ამჩნევენ

და ამას არავითარი კავშირი არ აქვს და არ მოქმედბეს თქვენს ურთიერთობაზე, ეს ნამდვილი ინსტიქტური ქმედებაა.

7. მამაკაცები რომანტიკულები არიან, უბრალოდ სხვაგვარად ავლენენ

კაცები, რომანტიკაზე ხშირად გულაცრუებულები არიან, რადგან არ იციან რა გსურთ ან რა არის თქვენთვის რომანრტიკა, ამიტომ პირდაპირ უთხარით რა არის თქვენთვის მისაღები.

8. მამაკაცს არ აღელვებს, თუ წონაში ცოტა მოიმატეთ, მაგრამ თავს ისევ უვლით
და დარწმუნებული იყავით თქვენს სხეულში. თუ სხეულს უვლით - მისთვის იგივეა, რაც მასზე ზრუნვა.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS