მამის ბიოლოგიური ასაკი უდიდეს როლს ასრულებს და მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, სასურველია მამაკაცმა ბავშვის გაჩენა, გარკვეულ ასაკამდე მოასწროს.
გთავაზობთ ჩატარებული კვლევის შედეგებს:
მიღებული დასკვნებით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რიცხვი 6-ჯერ მეტია, რომეთლა მამები 40 წელსაა გადაცილებული.
ამიტომ კაცისთვის შვილის გაჩენა, 40 წლამდეა რეკომნდებული.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მამის ასაკი შიზოფრენიით დაავადებისა და თანდაყოლილი დეფექტების რისკს ზრდის.
მამის ფსიქოემოციური განცდები და
მომავალი მამების, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ახალშობილის წონაში კლებასა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქიონირების დარღვევას იწვევს, მაშინაც კი თუ დედას ალკოჰოლური სასმელი არასდროს მიუღია.
მნიშვნელოვანია:
41 წლის შემდეგ, სპერმატოზოიდის ხარისხი ყოველწლიურად 7%-ით იკლებს. 41 წლის მამაკაცისთვის, შანსი - გახდეს მამა, 60%-ია. 45 წლის ასაკში კი - 35%.
შეგახსენებთ ადრეულ კვლევებს, როცა ციურიხის უნივერისტეტის მეცნიერებმა, ქალის ფეხმძიმობისთვის ხელსაყრელი ასაკი დაასახელეს - 25-დან 35-წლამდე, მაქსიმუმ 40.
აქვე განმარტავენ, რომ მამაკაცებისგან განსვავებით, 25 წლისთვის, ქალის მენჯები ფორმირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჰორმონების წყალობით ხდება და ბუნების შეხსენებაა, რომ ბავშვის გაჩენის დრო დადგა!
30 წლისთვის, მენჯების გაფართოება, თითქმის ბოლომდე სრულდება.
40-45 წლისთვის კი ძვლები კვლავ იცვლის ფორმას და მეტად ემსგავსება კაცის მონაცემებს, ვიწროვდება სამშობიარო არხის სიგანე.
ნაოკო ვატანაბე