19 მაისი, 2016
იგავი - როგორ ავირჩიოთ ცხოვრების სიყვარული
იგავის წაკითხვისას, გაიგებთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ ადამიანი, რომელიც ჭირსა და ლხინში თქვენს გვერდით იქნება.

მეფემ გამოაცხადა, რომ პრინცესას ცოლად შეირთავდა მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეყვარებოდა. დათქმულ დღეს, სასახლეში უამრავი საქმრო შეიკრიბა. ყველას სურდა დაემტკიცებინა, რომ პრინცესა მთელი ცხოვრება ეყვარებოდა. გოგონამ გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცები შეათვალიერა და ჩაფიქრდა. შემდეგ მასწავლებელს უხმო და მასთან დიდხანს ისაუბრა.

- დღეს საქმროებს არ გავესაუბრები - პრინცესამ გამოაცხადა - ჯგუფებად დაყავით. დაე, პირველი ჯგუფი ხვალ საღამოს მოვიდეს. დღისით მასწავლებელთან გაკვეთილი მექნება.

- შვილო, შენ ხომ სკოლა უკვე დაამთავრე - გაუკვირდა დედოფალს.

- სწავლა გვიანი არასდროსაა - უპასუხა პრინცესამ.

მასწავლებლის სახლი, გზის პირას იდგა. როცა სახლთან პირველმა საქმრომ, ცხენზე მჯდომმა, საპატიო რაინდმა ჩაიარა, ლამაზი მათხოვარი დაინახა, ყვავილების კალათით ხელში.

რაინდის დანახვისას, გოგონამ ითხოვა: - ახალგაზრდავ, თაიგული შეიძინეთ.
- გზიდან ჩამომეცალე, მათხოვარო - დაუყვირა რაინდმა და გვერდი აუარა.

ასე მოიქცნენ დანარჩენი რაინდებიც, რომლებიც სასახლისკენ მიიჩქაროდნენ. მოწყენილი პრინცესა, საღამოს საქმროებს იღებდა. რამდენიმე სიტყვის თქმის შემდეგ, გოგონა მაშინვე უკან გზავნიდა მოსულთ. ასე გაგრძელდა მეორე და მესამე დღესაც.

- შვილო, ყველას რატომ აგდებ? - იკითხა აღშფოთებულმა დედოფალმა.
- დედა, მათ სილამაზის აღქმის უნარი არ აქვთ - უპასუხა პრინცესამ.

უკვე ერთი თვე გავიდა და სასახლეში უკანასკნელი ჯგუფიდან საქმროები შეიკრიბნენ. დამსწრეებს მხოლოდ ერთი საქმრო და თავად პრინცესა აკლდა.

ისინი ერთად გამოჩნდნენ და პრინცესამ განაცხადა, რომ მეორე ნახევარი იპოვა.

შემდეგ დედოფალს მოუყვა:

- მასწავლებელმა მითხრა: "მხოლოდ მისი სიყვარული გასტანს მთელი ცხოვრება, ვინც მათხოვრის სამოსში გამოწყობილი შეგიყვარებს".

ყოველდღე ვიცვამდი ძველ სამოსს და საქმროს გზის პირას ველოდი. მხოლოდ ეს ახალგაზრდა შეჩერდა და თაიგული შეიძინა. მითხრა, რომ მშვენიერი ვარ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS