გთავაზობთ 25 ტიპიურ ქალურ ფრაზას, რასაც მამაკაცები საერთოდ ვერ იგებენ:
1. "არაფერი"
გგონიათ არაფერი მოხდა, და არც პრობლემები გაქვთ? სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა. სჯობს სასწრაფოდ გაარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში.
2. "ეს კაბა მასუქებს"
ყველაზე ზუსტი განმარტება - "მართლა გგონია, რომ საშინლად გამოვიყურები?" , და სჯობს კატეგორიულად უპასუხოთ -
3. "გააგრძელე"
არასწორია, თუ ფიქობთ ნება დაგრთოთ. სინამდვილეში ეს გამოწვევაა და უმჯობესია ასე არ მოიქცეთ.
4. "არა"
ეს ყოველთვის არას ნიშნავს.
5. "დიახ"
უმრავლეს შემთხვევაშე ესეც არას ნიშნავს, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ამოცნობა რთულია.
6. "შესაძლოა"
ესეც უარყოფაა და არც ეცადოთ.
7. "ცუდი არ იქნებოდა, თუ.."
რაც თუ..ს შემდეგ მოჰყვება, ჩათვალეთ უსიტყვო ბრძანებაა.
8. "მშვენიერია"
არგუმენტები აღარ აქვს, მაგრამ დამარცხებული თქვენ ხართ.
9. "კარგი"
ყველაფერი არც ისე კარგადაა. უბრალოდ დრო სჭირდება, რომ თქვენი დასჯის ხერხი მოიფიქროს.
10. "მისმენ?!"
თქვენ მას არ უსმენთ და საქმე ცუდად გაქვთ, ამას ვერ დაემალებით.
11. "შენი გადასაწყვეტია"
თუ ფიქრობთ, რომ არჩევანის თავისუფლება მოგეცათ, ძალიან ცდებით. შესანიშნავი განმარტებაა: "შენი გადასაწყვეტია... ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მე ვიცი, მაგრამ შენთვის ამის თქმას არ ვაპირებ, რადგან შენ თვითონაც უნდა მიხვდე". თუ შეცდომას დაუშვებთ, შედეგად მიიღებთ "კარგი" (N 9).
12. "ღრმად ჩასუნთქვა"
შესაძლოა არ გესმით, მაგრამ ეს მთელი ფრაზაა - " ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ და შენს სისულელეებს უნდა ვუსმინო".
13. "ხუთი წუთი!"
თუ ტანსაცმელს იცვამს, ეს 5 წუთი - 30-40 წუთს გრძელდება. თუ ტელევიზორს უყურებთ, ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, რადგან გეტყვით - " რატომ ზიხარ და ტელევიზორს უყურებ, იმის ნაცვლად, რომ რაიმე სასარგებლო გააკეთო?"
14. "ჩემთვის სულერთია!"
იგივეა რაც, "კარგი", მაგრამ აქ საქმე გაცილებით მძიმედაა.
15. "მადლობა"
ეს უბრალოდ მადლობას ნიშნავს და უნდა უპასუხეთ -"არაფერს".
16. "დიდი მადლობა"
ფრთხილად, ეს სარკაზმია! შეუმჩნეველია, თუმცა "მადლობა" სულაც არ არის. არ უპასუხოთ "არაფერს", თორემ პასუხად "ჩემთვის სულერთიას" მიიღებთ.
17. "ამაზე ნუ იდარდებ"
თუ ერთხელ ან რამდენჯერმე უკვე გთხოვათ, მაგრამ ვერ შეუსრულეთ, ახლა თავად გააკეთებს და თქვენს ნებისმიერ კითხვაზე, პასუხად "ღრმად ჩასუნთქვას" მიიღებთ.
18. "როგორც გინდა, არჩევანი შენზეა"
სჯობს რჩევა მაინც ჰკითხოთ.
19. "უნდა დავილაპარაკოთ''
მორჩა. თქვენი აღსასრულის დღე დადგა.
20. "რას აკეთებ?"
ეს შეკითხვა არ არის, ეს განცხადებაა - " ამას არასწორად აკეთებ!"
21. "ეს ახლა უნდა გააკეთო?"
არც ესაა შეკითხვა. ეს ნიშნავს, დაუყოვნებლიბ შეწყვიტოთ ყველაფერი რასაც აკეთებთ და მომდევნო ბრძანებისთვის მოემზადოთ.
22. "ურთიერთობა უნდა ისწავლო"
"ურთიერთობა" - ნიშნავს "მე დამეთანხმო".
23. "არ გავბრაზებულვარ"
არა, ის გაბრაზდა და თანაც ძალიან.
24. "ჩვენ გვჭირდება..."
ე.ი. - მას უნდა.
25. "ამაზე საუბარი არ მინდა"
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უნდა რომ წახვიდეთ, რადგან თქვენს წინააღმდეგ მტკიცებულებებს, ჯერ კიდევ ეძებს.
ნაოკო ვატანაბე