შოთხვის ფოთლები საიმედოდ დაგიცავთ კოღოებისა და საერთოდ მწერებისგან - ფოთლები კარგად დასრისეთ და წაისვით სხეულის დაუცველ მონაკვეთებზე და მწერები არ მოგეკარებათ.
თუ ლაშქრობისას ისეთ ადგილას დაბანაკდით, სადაც შოთხვი ხარობს, უმჯობესია, კარავი შოთხვის ხის ქვეშ ან ახლოს გაშალოთ.
კოღოებს ასევე არ სიამოვნებთ ევკალიპტის, პომიდვრის დასრესილი ფოთლებისა და ანისულის არომატი.
ეს
თუ ზაფხულში მწერების გამო კარის ან ფანჯრების ღიად დატოვების გეშინიათ, კარისა და ფანჯრის ჩარჩოებათნ შეგიძლიათ ევკალიპტის, ფარსმანდუკისა და შოთხვის ტოტები დაკიდოთ. მაგიდაზე კი გვირილების თაიგული დადგათ. ასევე შეგიძლიათ ფანჯრის რაფებსა და საწოლთან ევკალიპტის ეთერზეთში დასველებული ბამის ტამპონები დააწყოთ.
როგორ ვუმკურნალოთ კოღოს ნაკბენს
თავდაცვის მიუხედავად, თუ კოღომ მაინც გიკბინათ და კანი გაგიღიზიანდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან კოღოს ზოგიერთი სახეობა ძალიან მავნე და საშიშია. ექიმამდე კი პირველადი დახმარება შეგიძლიათ თავად აღმოუჩინოთ საკუთარ თავს:
ნაკბენი ადგილი საპნით დაიბანეთ.
წაისვით კორვალოლის, ვალოკარდინის ან პროპოლისის სპირტიანი ნაყენი. შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული ვიეტნამის მალამოც გამოიყენოთ.
თუ ნაკბენი ადგილი გაგიწითლდათ და შეგისივდათ, ოხრახუშის ფოთლები დასრისეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს, დაიდეთ ნაკბენზე და შეიხვიეთ.
თუ ტყეში ან მინდორში ხართ, ნაკბენი ადგილი ყოველ 3 საათში ბაბუაწვერას წვენით დაიმუშავეთ.
სოფიო ბულაური