1. "ნომერი პირველი" - ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს შემოქმედი, კრეატიული, ორიგინალური და საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნებაა. შინაგანად ორ პიროვნებას ითავსებს, ერთის მხრივ თავდაჯერებული და სხვებისთვის მისაბაძი ადამიანია, მეორეს მხრივ ინდივიდუალისტი და ეგოისტი, რომლებსაც სხვისი აზრის მიღება უჭირთ.
2. ორ რიცხვში დაბადებული ადამიანები, ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან. უყურადღებოდ არ ტოვებენ უბრალო ნაცნობებსაც კი. 2 - თანასწორობისა და მტკიცე კავშირის სიმბოლოა. შესანიშნავი ბიზნეს-პარტნიორები, მეგობრები
3. ამ პიროვნებას, კარგი მხატვრული წარმოსახვა და შემოქმედებითი ინტელექტი აქვს, კომუნიკაბელურია და თანაგრძნობა შეუძლია. ნეიტრალიტეტისა და ურთიერთქმედების სიმბოლოა.
4. პასუხისმგებლიანი, კეთილისმსურველი, სერიოზული, საიმედო ადამიანები, რომლებსაც რთული დავალებები არ აშინებთ და პრობლემის საკეთილდღეოდ გადაჭრისთვის, ყველა ღონეს ხმარობს.
5. ხუთი - თავისუფლების სიმბოლოა. ხოლო ამ რიცხვში დაბადებულმა ადამიანმა, კარგად იცის როგორ განკარგოს საკუთარი თავისუფლება. ავანტიურისტია და უყვარს მოგზაურობა. ძალიან კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და უნივერსალური პიროვნებაა.
6. სიყვარულის და ურთიერთგაგების ნიშანი, პატიოსანი და ერთგული, ოჯახისა და მეგობრობისთვის. 6 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს, დიდი დოზით აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, მხატვრული ნიჭი, ჰუმანიტარული მეცნიერებებისკენ სწრაფვა.
7. სიბრძნისა და ჭკუის ნიშანი. 7 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს, შემთხვევით არ უმართლებთ. უყვართ კითხვა, სიახლეებისთვის ყოველთვის არიან მზად და ცხოვრებას ინტელექტუალურ საქმიანობას უკავშირებენ.
8. 8 - სიძლიერის სიმბოლოა, მფარველობის, შესრულების შესაძლებლობა და მართვის უნარი აქვს. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები, ხშირად პოლიტიკით ინტერესდებიან, კორპორატიული მართვის სფეროში ექსპერტები ხდებიან და ძალის პოზიციაში თავს კომფორტულად გრძნობს.
9. ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური წარმომადგენელი. თავდაუზოგავი მეგობარი, ცხოვრების რომანტიკული თანამგზავრი, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორი. აქვთ მწერლის ნიჭი.
10. ერთ-ერთი ყველა წინააღმდეგობრივი რიცხვი. მათთვისაა დამახასიათებელი - ყველაფერი ან არაფერი. გაურბია ინტრიგებს, რთულ გზებსა და ეჭმაკურ ხერხებს. ყოველთვის ყველაზე ნათელ და პატიოსან გზას ირჩევენ.
11. არც ერთ სხვა ციფრს არ ახასიათებს, მსგავსი სულიერი სიმტკიცე. ბავშვობიდან შინაგანი ზრდისა და შემწყნარებლობის გზას ირჩევენ. მატერიალურ მხარეს ბოლოსთვის ინახავენ, მათთვის მთავარი სულიერი განვითარებაა.
12. ძლიერი, ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და დაუცხრომელი ენერგია აქვს. შინაგანი ჰარმონია, ბალანსი, ორგანიზატორობის ნიჭი და კომუნიკაბელურობა ახასიათებს.
13. ყველაზე საკამათო რიცხვი. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები, გულგრილს არასდროს არავის ტოვებს. მთელი ცხოვრება სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან.
14. ეს პიროვნებები, იმ კატეგორია მიეკუთვნებიან, რომელთან აბსოლუტური თავისუფლება სჭირდებათ, ყოველგვარი საზღვრების გარეშე. არც კი სცადოთ მათი შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებიან.
15. ამ რიცხვში გამომგონებლები და მეოცნებები იბადებიან. მრავალმხრივი ნიჭი ბუნებისგან აქვთ მინიჭებული. დაწყებული ტექნიკურიდან, პოეტურამდე, რომელთა უმრავლესობის რეალიზების შემთხვევაში წარმატებულია.
16. ამ ადამიანს, კარგი ანალიტიკური აზროვნება აქვს. პასუხისმგებლიანი, ზრდილი, გულუხვი,მგრძნობიარე და დამოუკიდებელია.
17. ძალიან მომთმენი პიროვნება. შოკისმომგვრელია, როგორ ერწყმის, მსგავსი ფიზიკური სიმტკიცის მქონე ადამიანი, დაუცველ სულს. თუ მისი გულის დაპყრობა გსურთ - გულწრფელი სიყვარული აგრძნობინეთ.
18. ამ რიცხვში დაბადებული, სამართლიანობისთვის მებრძოლი პირია. მზად არიან, უკანასკნელ წუთამდე დაიცვან არამხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მეგობრებისა და კოლეგების უფლებები.
19. ეს ადამინები, მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებს. მათი არც ერთი ქმედება, უკვალოდ არ ქრება - ბედისწერა ყველაფერს ირეკლავს და ყოველივე უკან გიბრუნდებათ.
20. მარტოობას კატეგორიულად გაურბიან. რაც უფრო მეტი ხალხია მათ გარემოცვაში, თავს უკეთ გრძნობენ. კარგი ორატორი და ერთგული მეგობარია, შესანიშნავად მუშაობს გუნდში, საზოგადოებრივ მოვლენებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
21. სიცოცხლის მოყვარული ადამიანია და მისი არსებობის ყოველი დღისთვის ბედისწერის მადლიერია. უყვართ ფული. მათგან შესანიშნავი ეკონომისტი, ბანკირი ან ფინანსისტი დადგება.
22. ამ რიცხვში დაბადებულებს, სხვისთვის ჭკუის სწავლება მოსწონთ და ამ საქმეს მშვენივრად უმკლავდებიან. სამასწავლებლო და სალექციო სამუშაო მათი საქმეა.
23. 23-ში დაბადებულებს წინვლისკენ სწრაფვა და თავგადასავლების ძიება იტაცებთ. გაბედული, მიზანდასახული, მტკიცე, იმპულსური, კომუნიკაბელური და არასტაბილური პიროვნებაა. ფინანსურ სფეროში, ბიზნესსა და ინოვაზიის დარგში შეუდარებელია.
24. უსაფრთხოებისა და ლოიალურობის სიმბოლო. მსგავსი ყურადღებიანი და ფრთხილი ნიშანი კალენდარში არ არსებობს.
25. ეს ადამიანები ინტუიციურად ცხოვრობენ, აქვთ პარანორმალური შესაძლებლობები და წინასწარმეტყველების ნიჭი.
26. უწყვეტი კავშირის სიმბოლო. ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. აქვთ მებრძოლი ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, მართვის ნიჭი.
27. ამ რიცხვის ქვეშ, განკურნების ძალა იმალება. ეს ადამიანები აღიარებას მედიცინასა და ჯანდაცვის სფეროში ჰპოვებს.
28. ვინც 28 რიცხვშია დაბადებული, პასუხიმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებს. გამუდმებით მოუწოდებენ წესრიგისა და შესაბამისი წესების დაცვისკენ.
29. უზარმაზარი ემოციური პოტენციალი აქვს. უკიდურეს მდგომარეობაში არც თუ იშვიათადაა.
30. საქმიანი, დამოუკიდებელი და მებრძოლი ადამიანების ციფრია. ფანტასტიური მეხსირება აქვთ, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტუალური შესაძლებლობი უსაზღვროა და სწრაფი აზროვნების ხარჯზე უამრავ პრობლემას აგვარებენ.
31. მიზანდასახული და დამოუკიდებელი პიროვნება. ცხოვრებისგან მიცემულ არცერთ შანსს, ხელიდან არ უშვებს. მათი ინდივიდუალური ხელწერა, მათ ნებისმიერ ნამოქმედარს ეტყობა.
ნაოკო ვატანაბე