17 მაისი, 2016
კმარა თავის მოტყუება - 3 ნიშანი, რომ მას აღარ სჭირდებით
ზოგიერთ მამაკაცთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ხანდახან თავს ვაჩვენებთ და გამოგონილი სიყვარულით ვცხოვრობთ, მისი ერთი გამოხედვა ან გაღიმება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მისთვის კი - არაფერია.

დღეს ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვათ:

1. ზედმეტად დაკავებულია და თქვენს სანახავად დრო არ აქვს

დავუშვათ, პარტნიორი სოციალური ქსელით გაიცანით, შემდეგ შეხვდით და რეალურ ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად გაგრძელდა. პირველ პაემანზე დრო კარგად გაატარეთ და ამის შემდეგ გწერთ ან ხანდახან გირეკავთ კიდეც. შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ სამსახურით ძალიან დაკავებულია და თქვენს სანახავად დროს
ვერ პოულობს. თქვენ ამ ყველაფერზე პასუხობთ - არაუშავს.

ის შეტყობინებებს გიგზავნით, გგონიათ ახლოს გაიცნობთ, სინამდვილეში ასე კვირები გადის.

საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ მოსწონხართ, ასე რომ არ იყოს დროს რატომ დაკარგავდა. ამასობაში შეგიყვარდებათ კიდეც და მომავალზე ფიქრს დაიწყებთ.

სინამდვილეში: თუ მამაკაცს ნამდვილად მოსწონხართ, ის ყოველთვის გამონახავს დროს თქვენს სანახავად.

ზოგიერთ მამაკაცს უბრალოდ მოსწონს ქალებთან არშიყი, ფლირტი, ამით მხოლოდ თვითშეფასებას იმაღლებს. ეს კი თქვენი ძვირფასი დროის დიდი ფლანგვაა.

2. ამბობს, რომ სერიოზული ურთიერთობები არ სურს

მოსწონს თქვენთან ფლირტაობა, შეუძლია გაგამხიარულოთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებათ, რომ სერიოზული ურთიერთობა არ უნდა. თქვენ გსიამოვნებთ მისი ყურადღება და მალე დაგავიწყდებათ, რომ იგივე არ სურს, რაც თქვენ, ან ფიქრობთ, რომ აზრს შეიცვლის.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაა თქვენით დაინტერესებული, ფაქტი ერთია - სერიოზული ურთიერთობების პასუხისმგებლობას გაურბის. ნუ დახარჯავთ დროს. ვერ შეცვლით ადამიანს, თუ ეს თავად არ სურს.

3. ყურადღებას მხოლოდ კომპანიაში იჩენს

მეგობრებთან ერთად სეირნობთ, იქ კი არის ბიჭი, რომელიც თქვენს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. გწერთ და სოციალურ ქსელში აქტიურად იწონებს თქვენს ფოტოებს, თუმცა პაემანზე არასდროს გეპატიჟებათ.

ქალები, მსგავს საქციელს ხშირად ასე ამართლებენ - "ძალიან მორცხვია" ან "ალბათ ძალიან დაკავებულია". თავს იმშვიდებთ და ოცნებას იწყებთ. მეგობრების კომპანიაში ხომ, აშკარა ყურადღებას იჩენს.

მაგრამ, ყველაფერი ტყუილია. ყველაზე მორიდებული კაციც, იპოვის თქვენი უკეთ გაცნობის საშუალებას. თუ ამ ნაბიჯს არ დგამს, მას არ სჭირდებით.

მისი ნამდვილი ხასიათი, მხოლოდ თქვენთან პირისპირ შეხვედრისას გამჟღავნდება.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS