16 მაისი, 2016
შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და ნახეთ, რა მოხდება რამდენიმე წუთში
შავი წიწაკის ეთერზეთი მდიდარია სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე, სისხლის მიმოქცევასა და მეტაბოლიზმზე, ასევე, კბილებზე, თმის ფოლიკულაზე, ფრჩხილებზე, თავის ტვინზე, კუნთებსა და ძვლებზე.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა ძირითადი ინგრედიენტი შავი წიწაკის ეთერზეთია და მათი მიხედვით დამზადებული ნიღბები კანისთვის საუკეთესო დამატენიანებელ საშუალებებს წარმოადგენს.

წიწაკა და იოგურტი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 სადილის კოვზი შავი წიწაკა და 2 სადილის კოვზი იოგურტი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. მიღებული მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე და
შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი კარგად აშორებს ლაქებს, მკვდარ უჯრედებს და წმენდს კანს.

წიწაკა და თაფლი

0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა, წინასწარ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 სადილის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი სახეს გამონაყარისა და ფერიმჭამელებისგან გაგისუფთავებთ.

ცელულიტის წინააღმდეგ

100 მილიგრამ ტანის კრემს შეურიეთ 3-4 წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი და შეიზილეთ პრობლემურ ზონებში დილით და საღამოს.

ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი ტანისთვის

შეურიეთ ერთმანეთში 2 სადილის კოვზი ნუშის ზეთი, 2 სადილის კოვზი ქუნჯუთის ან ყურძნის წიპწების ზეთი და რამდენიმე წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ ტანზე აბაზნის შემდეგ დღეში ორჯერ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს.

ზეთი ელასტიკურობას მატებს კანს, აუმჯობესებს მის ტონს და ამცირებს ცელულიტს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნელი
ქუნჯუთი არის სეზამის ქართული სახელი. მზესუმზირას მარცვლებს ჰგავს, ოღონდ ზომით ბევრად პატარაა. თეთრია.
20:39 / 03-04-2017
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
ქუნჯუთი ეს რა დარდუბალაა
23:29 / 08-01-2017
გამოხმაურება / 0 /
უიმეეე
შავი წიწაკა როგორ არ იცი, "ჩორნი პერიცა" ვააახ!
18:05 / 08-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Fefo
Shavi wiwaka ......pilpili?
22:46 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS