გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა ძირითადი ინგრედიენტი შავი წიწაკის ეთერზეთია და მათი მიხედვით დამზადებული ნიღბები კანისთვის საუკეთესო დამატენიანებელ საშუალებებს წარმოადგენს.
წიწაკა და იოგურტი
ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 სადილის კოვზი შავი წიწაკა და 2 სადილის კოვზი იოგურტი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. მიღებული მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე და
ეს ნიღაბი კარგად აშორებს ლაქებს, მკვდარ უჯრედებს და წმენდს კანს.
წიწაკა და თაფლი
0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა, წინასწარ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 სადილის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი სახეს გამონაყარისა და ფერიმჭამელებისგან გაგისუფთავებთ.
ცელულიტის წინააღმდეგ
100 მილიგრამ ტანის კრემს შეურიეთ 3-4 წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი და შეიზილეთ პრობლემურ ზონებში დილით და საღამოს.
ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი ტანისთვის
შეურიეთ ერთმანეთში 2 სადილის კოვზი ნუშის ზეთი, 2 სადილის კოვზი ქუნჯუთის ან ყურძნის წიპწების ზეთი და რამდენიმე წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ ტანზე აბაზნის შემდეგ დღეში ორჯერ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს.
ზეთი ელასტიკურობას მატებს კანს, აუმჯობესებს მის ტონს და ამცირებს ცელულიტს.
სოფიო ბულაური