1. თუ სექსის დროს, ტკივილს მუცლის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს განიცდით, ეს შესაძლოა საკვერცხის კისტით იყოს გამოწვეული. მსგავსი პრობლემა ქალების 80%-ს, მენოპაუზის დროს აწუხებს. ხშირ შემთხვევაში, კისტა 3 თვის განმავლობაში თავისთავად ქრება, თუმცა თუ ტკივილი 3 თვის შემდეგაც
2. როცა სასქესო ორგანო გამუდმებით გექავებათ, სექსის შემდგომ კი გარე მხარე გიწითლდებათ, შესაძლო მიზეზი, სოკოვანი ინფექცია, კანის მომატებული მგრძნობელობაა. მიმართეთ ექიმს, რომელიც მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.
3. სექსის პროცესში უწყვეტი ტკივილი.
მიზეზი - მშობიარობის შემდგომი ტრავმები, რაც წარმოქმნილი ნაწიბურების ბრალია, ამიტომ საჭიროა სპეციალური მასაჟი. თუ ტკივილი 3 თვის შემდგომ არ გაგიარათ, აუცილებელია ოპერაცია.
4. თუ სქესობრივი აქტის დროს, მამაკაცის სასქესო ორგანოს დაბრკოლებები ექმნება, გაგიხშირდათ შარდვა ან მენსტრუაციის დროს ტკივილმა იმატა.
შესაძლო მიზეზია - ფიბრომა. საშვილოსნოს სიმსივნის პრობლემა 30-40 წლის შემდეგ, ქალების 40%-ს აწუხებს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
5. ინტიმური სიახლოვის დროს ხახუნის მომატებული შეგრძნება. ეს ესტროგენის დონის დაწევის დროს ხდება და საჭირობა ლუბრიკანტების გამოყენება.
6. სექსის ან ტამპონის გამოყენების დროს გამუდმებით განიცდით წვასა და ტკივილს. მიზეზი - ვულვო-ვაგინიტია. ექიმები მოცემულ პრობლემას, ფსიქოსომატური ხასიათის პრობლემად მიიჩნევენ, საჭიროა ანტიდეპრესანტები. ეწვიეთ სპეციალისტს.
7. სასქესო ორგანოს ერთ-ერთი მხარის გაღიზიანების შემთხვევაში, საშინელი ტკივილი გეუფლებათ ან მცირე ზომის წარმონაქმნს გრძნობთ. მიზეზი ბარტოლინის ჯირკვლის ანთებაა, რასაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ჭრილობის მოშუშების პროცესში, სექსისგან 2-3 კვირით თავისშეკავება მოგიწევთ.
8. როდესაც ტკივილი მენჯამდე აღწევს, შესაძლოა, ენდომეტრიოზის სიმპტომი იყოს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნაყოფობის პრობლემის წინაშე დადგებით.
9. სექსის დროს თუ მენჯის არეში მწვავე ტკივილს განიცდით და თუ ტკივილი შარდვის დროსაც გტანჯავთ, შესაძლოა, საშარდე გზების დაავადება გაქვთ. მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც საჭირო ანტიბიოტიკებს დაგინიშნავთ და ინფექციას აღმოფხვრის.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მთავარია დროულად შენიშნოთ.
ანაბელ ლაჩოვსკი