მსგავს შემთხვევას, მედიცინაში "ფარულ ფეხმძიმობას" უწოდებენ. ეს ის შემთხევაა, როცა ქალი მის რეალურ მდგომარეობას ვერ აღიქვამს და მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი აღენიშნება.
ფეხმძიმობის სიმპტომები:
უპირველესი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, მენსტრუაციის შეწყვეტაა. თუმცა არსებობს, სხვა მიზეზებიც, რის გამოც ქალს შესაძლოა მენსტრუაცია შეუწყდეს და ესენია: ზოგიეთი დაავადება, ცუდი კვება ან სტრესი.
თუ ქალი მენოპაუზის მოახლოების მოლოდინშია, მენსტრუაცია დრო და დრო უმცირდება და საბოლოოდ
და პირიქით: ქალების 1%-ს, მენსტრუაცია ფეხმძიმობის პროცესშიც უგრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაყოფისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, უმრავლეს შემთხვევაში, ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება.
დილის გულისრევა ფეხმძიმობისას, ქალების 70% ახასიათებს, თუმცა ეს სხვა მიზეზებითაცაა გამოწვეული.
რაც შეეხება ნაყოფის მოძრაობას - როგორც წესი, ფეხმძიმე ქალი მხოლოდ 18-20 კვირაზე გრძნობს, მაგრამ ზოგიერთს ნაწლავებში გაზების დაგროვებაში ერევა. თუმცა ნაყოფის ზრდასთან ერთად, რთულია მისი მოძრაობა, სხვა რაიმეში აგერიოს.
აქედან გამომდინარე "ფარული ფეხმძიმობა" საწინააღმდეგოს ამტკიცებს. როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს თავად ქალის უარყოფას ფეხმძიმობაზე, როცა საკუთარი ორსულობის არ სჯერა, ვერ წარმოუდგენია, რომ მასში ბავშვია, სამსახურით ზედმეტად დატვირთულია და შევსება სულაც არ სურს.
ზედმეტი წონა
ფეხმძიმე ქალი, საშუალოდ 12 კგ-ს იმატებს, თუმცა ძირითადად ეთნიკურ სხვაობაზე, ფიგურის მონაცემებსა და პირვანდელ წონაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი წონაში, მენოპაუზის შემდეგ იმატებს.
არსებობს შემთხვევები, როცა ქალი მკაცრ დიეტას იცავს, საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ბავშვი მაინც კარგად ვითარდება.
და მაინც, როგორ ხდება ასე?
ზუსტი დადგენილება არ არსებობს, მაგრამ ექიმები ერთ აზრზე თანხმდებიან, რომ "ფარული ფეხმძიმობა" ქალის ფსიქიკასთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლინიკურად დადასტურებული არ არის.
როგორც ამბობენ, ფარული ფეხმძიმობა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად დიდ რისკს შეიცავს, რადგან ფეხმძიმობის არ ცოდნიდან გამომდინარე, ქალი უყურადღებოდ ეკიდება საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობას. მშობიარობა კი, შესაძლოა არასასურველ სიტუაციაში დაიწყოს და გართულებები მოჰყვეს.
გარდა ამისა, ბავშვის ამქვეყნად მოულოდნელი მოვლენა, მშობიარობის შემდგომ სერიოზულ დეპრესიას გამოიწვევს და შესაძლოა ბავშვზე უარის თქმის მიზეზიც გახდეს.
ანაბელ ლაჩოვსკი