13 მაისი, 2016
''მეტი დრო დაუთმეთ ახლობელ ადამიანებს, ვიდრე ამის საშუალება გაქვთ'' - ბობ მურხენი, სიეტლელი მღვდელი
ბობ მურხენი, სიეტლელი მღვდელი, საყურადღებო რჩევებს გვიზიარებს:

ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსია, როცა დიდი გეგმები გვაქვს, მოთმინება კი ნაკლები, ფართო მაგისტრალები, თვალსაწიერი მოკლე.

ვხარჯავთ ბევრს, თუმცა ნაკლები გვაქვს, ბევრს ვყიდულობთ, მაგრამ ბედნიერები არ ვართ.

დიდი სახლები გვაქვს, ოჯახები ნაკლები. კომფორტის უმაღლესი დონე, მაგრამ ცოტა დრო.

საუკეთესო განათლებას ვიღებთ, ჭკუა კი არ გვყოფნის.

საუკეთესო ცოდნა გვაქვს, მაგრამ სიტუაციას არასწორად ვაფასებთ.

მედიცინა განვითარდა, ჯანმრთელობა კი უარესდება.

ბევრს ვსვამთ, ძალიან ბევრს ვეწევით, ფულს უპასუხისმგებლოდ ვხარჯავთ, ცოტას ვიცინით, ძალიან
სწრაფად მივდივართ და ძალიან სწრაფად ვბრაზდებით.

დასაძინებლად გვიან ვწვებით, ძალიან დაღლილები ვიღვიძებთ, ტელევიზორზე ზედმეტად დამოკიდებულები გავხდით და იშვიათად ვლოცულობთ.

მოთხოვნილებები გავზარდეთ, ღირებულებებს კი სულ უფრო მეტად ვკარგავთ.

ბევრს ვლაპარაკობთ, იშვიათად გვიყვარდება და ძალიან ხშირად გვძულს. ვიცით როგორ გადავრჩეთ, მაგრამ როგორ ვიცხოვროთ - არა.

მთვარემდე მივაღწიეთ და უკან დავბრუნდით, მაგრამ ქუჩაზე გადასვლა და მეზობლის გაცნობა გვიჭირს.

კოსმიურ სამყაროს ვზრდით, მაგრამ არა სულიერს.

ჰაერს ვწმენდთ, სულს კი ვაბინძურებთ.

ატომი შევაჩერეთ, საკუთარი ცრურწმენები კი ვერა.

ბევრს ვწერთ, ნაკლები გვესმის.

ბევრს ვგეგმავთ და ნაკლებს ვაღწევთ.

ვისწავლეთ ვიჩქაროთ, მაგრამ ლოდინის უნარი არ გვაქვს.

ახალ კომპიუტერებს ვქმნით, რომლებიც მეტ ინფორმციას ინახავს, მაგრამ ურთიერთობები ქრება.

ეს სწრაფი კვების, მგრამ ცუდად მონელების ეპოქაა, სადაც დიდი ადამიანები ცხოვრობენ, პატარა სულით.

დრო, მოკლე განშორებების, ერთჯერადი პამპესების, ლამაზი სახლებისა და დანგრეული ოჯახური კერის.

ერთჯერდი მორალი, ერთ ღამიანი ურთიერთობები; ჭარბი წონა და აბები,
რომლებიც აღგვაგზნებს, გვამშვიდებს, გვკლავს.

ის დროა, სადაც ეს წერილი თქვენამდე მოდის, უფლება გეძლევათ გააზიაროთ ან უბრალოდ წაშალოთ.

დაიმახსოვრეთ, მეტი დრო დუთმეთ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ, რადგან ისინი მუდმივად არ გეყოლებათ.

მხურვალედ ჩაიკარით გულში ახლო ადამიანი, რადგან ეს ერთადერთი განძია, რასაც გულით გასცემ და არცერთ თეთრად არ ღირს.

საყვარელ ადამიანებს უთხარით, რამდენად გიყვართ, მაგრამ ჯერ გულწრფელად იგრძენით.

ჩახუტებასა და კოცნას, ნებისმიერი წყენის დავიწყება შეუძლია, როდესაც ეს გულიდან მოდის.

გახსოვდეთ ეს და ხელი ჩაკიდეთ, დააფასეთ მომენტები, როცა ერთად ხართ, რადგან ერთხელაც ეს ადამიანი თქვენს გვერდით აღარ იქნება.

გამონახეთ დრო სიყვარულისთვის, ურთიერთობისთვის და დრო, რათა სხვებს თქვენი სათქმელი გაუზიაროთ.

რადგან ცხოვრება, მხოლოდ ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით არ იზომება, არამედ მომენტებით, როცა სული გეკვრებათ!

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS