11 მაისი, 2016
რატომ უნდა დავდოთ ნიორი ბალიშის ქვეშ?
არავინ დავობს , რომ ნიორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია მთელ მსოფლიოში. მასში უხვადა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებები. ამიტომაც აუცილებელია, ის მუდმივად ფიგურირებდეს თქვენს რაციონში.

ნიორი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ღვიძლის პრობლემები, თმის ცვენის პროფილაქტიკა და მკურნალობა, არტერიისა და სისხლის გაწმენდა, გაციებისა და გრიპის სიმპტომების შემსუბუქება.

ნიორი შეიცავს ძლიერ ნაერთს ალიცინს, რომელიც მისი დაქუცმაცებისას გამოიყოფა, სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, დაჭყლიტოთ ნიორი, გააჩეროთ 15 წუთით და შემდეგ მიირთვათ. სპეციფიკური სუნის გასანეიტრალებლად რეკომენდებულია ნიორს ზეთი
მოასხათ და დაჭრილი ოხრახუში მოაყაროთ.

ალბათ გსმენიათ ისიც, რომ ზოგი ნიორს ძილის წინ ბალიშის ქვეშ იდებს, ზოგიც ჯიბეებში იწყობს - იღბლისა და წარმატების მისაზიდად.

ასე რომ, თუ უძილობა გაწუხებთ, დაიდეთ ბალიშის ქვეშ ერთი კბილი ნიორი და უკეთ დაგეძინებათ. ამასთან, ნიორი დაგიცავთ ნებისმიერი ნეგატიური ენერგიისგან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS